ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა
ივნისი 24, 2022

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა


22 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ყოველწლიური დიალოგის რიგით მე-15 შეხვედრა გაიმართა. 

მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაცვალეს მოსაზრებები. მათ განიხილეს ის, თუ როგორ განვითარდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფერო წინა, 2021 წლის ივლისის დიალოგის შემდეგ. 

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია თავმჯდომარეობდა, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას — ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი, რიჩარდ ტიბელსი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ემონ გილმორი, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი გახლავთ.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარება 2023 წელს თბილისშია დაგეგმილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,