ყველი, თაფლი და აჯიკა: თბილისში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი აგრობაზარი მოეწყობა
ივნისი 24, 2022

ყველი, თაფლი და აჯიკა: თბილისში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი აგრობაზარი მოეწყობა


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გიწვევთ აგრობაზარზე, რომელიც თბილისში 25 და 26 ივნისს გაიმართება.

ქართული საკვები პროდუქტის მხარდასაჭერი ღონისძიება დედაენის ბაღში მოეწყობა.

„აგრობაზარზე ნამდვილ, უნიკალურ ქართულ გემოს დაგახვედრებთ, სწორედ იმ მეწარმეებთან, ვინც ავთენტურად, შესაბამის გარემოში მოიყვანა და შექმნა თქვენი საყვარელი ქართული პროდუქტი, იქნება ეს რძემდინარე ყველი, ფიჭაშერჩენილი თაფლი, ყელის ჩასატკბარუნებელი მურაბა თუ ყელის ვერჩასატკბარუნებელი აჯიკა…“, — ნათქვამია ღონისძიების Facebook-ის გვერდზე.

ამას გარდა, ბაზარზე ამ პროდუქტებით დამზადებული ტრადიციული კერძების გასინჯვაც იქნება შესაძლებელი. 

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მხარდაჭერილი ღონისძიება ინიციატივის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“, ფარგლებში იმართება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,