ევროკავშირის მხარდაჭერით სასოფლო ფესტივალი, „ამო წალკაში“ გაიმართა
ივნისი 16, 2022

ევროკავშირის მხარდაჭერით სასოფლო ფესტივალი, „ამო წალკაში“ გაიმართა


11 ივნისს წალკაში ევროკავშირის მხარდაჭერით ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალი, „ამო წალკაში“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ეს წალკაა“  ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებენ. 

ფესტივალის ფარგლებში მეწარმეთა, სტარტაპების, მცირე ბიზნესის და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვა პროექტების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე გაიმართა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება და ბავშვთა ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხა. 

გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრები წალკის კანიონზე ორგანიზებულ ტურისტულ მარშრუტს შეუერთდნენ და წალკის ტურისტულ პოტენციალს  გაეცნენ.

„ეს ფესტივალი წალკის მუნიციპალიტეტის აღმოჩენის, ადგილობრივების ინტეგრაციის, ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და საქმიანი კავშირების დამყარების შესანიშნავი შესაძლებლობაა“, — განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის მენეჯერმა, მელანო ტყაბლაძემ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,