საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება
test
მაისი 20, 2022

საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება


მიმდინარე კვირას ლისაბონში მდებარე ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის (NDO) თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრას მართავს.

სესია ცენტრის საინფორმაციო ხარვეზების განსაზღვრას და მონაცემთა შეკრების და მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სამუშაო შეხვედრა ასევე ეძღვნება სისხლის სამართლის და საბაზრო ინდიკატორებს და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ევროკავშირის წინასწარი გაფრთხილების სისტემას (EWS).     

ღონისძიება ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის, EMCDDA4Georgia (EMCDDA4GE) ფარგლებში ხორციელდება. ეს გახლავთ პირველი ბილატერალური პროექტი ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრსა და საქართველოს შორის. მისი მიზანია, გააუმჯობესოს ეროვნული პასუხი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკებზე და გააცნოს ქართველ პარტნიორებს ევროკავშირის ნარკოტიკების საინფორმაციო სისტემა და მისი მეთოდოლოგია თუ მექანიზმები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,