ევროკავშირი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესაფასებლად მოსახლეობას გამოიკითხავს
თებერვალი 23, 2022

ევროკავშირი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესაფასებლად მოსახლეობას გამოიკითხავს


21 თებერვალს ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრმა(EMCDDA) საქართველოში მოსახლეობის ზოგადი კვლევა დაიწყო. ინიციატივა ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის, EMCDDA4Georgia (EMCDDA4GE) ფარგლებში ხორციელდება. 

კვლევის მიზანია, შეისწავლოს ექსპერიმენტული და რეკრეაციული ნარკოტიკების გავრცელების დონე საქართველოში. ამგვარი კვლევა გააუმჯობესებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ეროვნული მონაცემების ხელმისაწვდომობას და ჯანდაცვის სფეროს სტატისტიკას. გარდა ამისა, ის დაეხმარება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამომავლო პოლიტიკის და პრევენციული ზომების ჩამოყალიბებას და პირველადი ჯანდაცვის სამსახურების უკეთ ორგანიზებას.

კვლევას, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის და ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯია“ ჩაატარებს. კვლევის შედეგები 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,