ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს COVID-19-თან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს
თებერვალი 2, 2022

ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს COVID-19-თან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს


31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, 2,000 პულსოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცეს. აპარატურა სასოფლო სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვისთვისაა განკუთვნილი. 

„სამედიცინო აღჭურვილობის  გადაცემის ცერემონიები თითქოს რუტინად იქცა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ და არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის სათანადო სერვისებზე“, — აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ჯანმოსა და საქართველოს მთავრობასთან, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს და მათ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საჭირო მხარდაჭერა მიიღონ“.

სამედიცინო მოწყობილობები საქართველოს ევროკავშირის და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გადაეცა. ინიციატივის მიზანი ქვეყანაში სასოფლო ჯანდაცვის დაწესებულებების გაძლიერება და COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებაა. მომდევნო ეტაპზე პროგრამა სოფლის ამბულატორიებს ტელემედიცინის აპარატურასაც მიაწვდის. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,