საქართველო ევროპის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტს იწყებს
იანვარი 27, 2022

საქართველო ევროპის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტს იწყებს


საქართველომ ევროპის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაიწყო. ევროკომისიამ საქართველო ამ უფლების მქონე ქვეყნების სიაში 2021 წლის დეკემბერში შეიყვანა.

აღნიშნული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელდა.  ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში სხვა პროდუქტებთან ერთად ლოკოკინების და ბაყაყის ფეხების ექსპორტის საშუალებას აძლევს. 

საქართველო, მისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ლოკოკინების წარმოებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ლოკოკინები დაახლოებით 50 ფერმაში იწარმოება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ლოკოკინების წარმოება პოპულარული ამ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნის, დაბალი საწარმოო ხარჯებისა და მაღალი შემოსავლების გამო ხდება: „საქართველოში ფერმერებს შეუძლიათ, წარმოება 0.5 ჰა მიწის ფართობზეც კი დაიწყონ და ერთი კილოგრამის ოდენობის პროდუქტი ევროპის ბაზარზე 10 ლარზე ძვირად გაყიდონ“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,