მოხალისეთა გრძელვადიანი პროგრამა პოლონეთის სოციალური ინოვაციის ლაბორატორიაში
იანვარი 26, 2022

მოხალისეთა გრძელვადიანი პროგრამა პოლონეთის სოციალური ინოვაციის ლაბორატორიაში


სოციალური ინოვაციის ლაბორატორია „Przystań Śmidowicza 49“, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდინიას ადგილობრივი სათემო ცენტრების ქსელის ნაწილია, იწვევს მოხალისეებს ბელარუსიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. 

მოხალისე იმუშავებს ანიმატორის ასისტენტად 52 კვირის განმავლობაში (2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 31 მარტამდე). მისი საქმიანობა მოიცავს ადგილობრივი თემის გაძლიერების ხელშეწყობას და კავშირების დამყარებას ქალაქის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან და მოსახლეობასთან.

ლაბორატორია მოხალისეს მოამარაგებს  ყოველთვიური სახარჯავი თანხით და ავტობუსის ბილეთებით გდინიაში. მას ასევე ექნება საზიარო ოთახი ორ-სამ სხვა მოხალისესთან ერთად დაქირავებულ ბინაში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა  2022 წლის 20 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 20, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,