საქართველო კვლევის და ინოვაციის პროგრამას, „ჰორიზონტი ევროპა“, უერთდება
დეკემბერი 8, 2021

საქართველო კვლევის და ინოვაციის პროგრამას, „ჰორიზონტი ევროპა“, უერთდება


7 დეკემბერს ევროკომისიამ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის პროგრამასთან, „ჰორიზონტი ევროპა“ (2021-2027), ასოცირების სტატუსს ანიჭებს. ქართველ მკვლევრებს და ნოვატორებს ახლა შეუძლიათ, ევროკავშირის 95.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროგრამაში იმავე სტატუსით მიიღონ მონაწილეობა, რომლითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები სარგებლობენ.

„ეს ასოცირება სარგებლობას მოუტანს არა მარტო ქართველ მეცნიერებს, ნოვატორებს და განათლების სექტორის წარმომადგენლებს, არამედ — ევროკავშირს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებსაც, რომელთაც სურთ დინამიკურ და ინიციატივიან პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობა“, — განაცხადა მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროში.

საქართველო 2016 წლიდან მოყოლებული სრულად იყო  ასოცირებული „ჰორიზონტ 2020-თან“, რომელიც  ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის წინა, 2014-2020 წლების პროგრამა გახლდათ. ამ პროგრამაში საქართველოს ასოცირების უდიდესი მიღწევა იყო მონაწილეობა მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებში, ჯანმრთელობის, საზოგადოებრივ და კვლევით ინფრასტრუქტურებში.

კვლევასა და ინოვაციებში საქართველოს მონაწილეობის წარმატების ისტორიები მოიცავს მრავალ სამეცნიერო სფეროს, რომელთა შორისაცაა E-FIX და Black Sea Horizon პროექტები. პროგრამის, E-FIX მიზანია ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. პროექტი, Black Sea Horizon კი მიზნად ისახავს ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ორმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მდგრად გაუმჯობესებას მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციების (STI) სფეროში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,