პროექტმა, EU4EMBLAS შავი ზღვის ქიმიური დამაბინძურებლების სია განსაზღვრა
ოქტომბერი 28, 2021

პროექტმა, EU4EMBLAS შავი ზღვის ქიმიური დამაბინძურებლების სია განსაზღვრა


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებულმა პროექტმა, „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS), შავი ზღვის კონკრეტული დამაბინძურებლების სია შეადგინა.

ამ მიზნით, 2016, 2017 და 2019 წლებში აღებული ზღვის წყლის, ნალექის და ბიოტის (თევზები, მოლუსკები) სინჯებს ჩაუტარდათ სკრინინგი რამდენიმე ათას ორგანულ დამაბინძურებელსა და მათი გარდაქმნის პროდუქტზე. დამაბინძურებელთა გამოსავლენად  გამოიყენეს ფართომასშტაბიანი სამიზნე (>2,300 ნივთიერება) და საეჭვო (>65,000 ნივთიერება) ნივთიერებების აღმოსაჩენი სკრინინგის ტექნიკა.

პროექტმა, EU4EMBLAS გამოააშკარავა „სარეგულაციო მონიტორინგისთვის მზა“ 17 ნივთიერება წყალში, 2 ნივთიერება ბიოტში და 22 ნივთიერება ზღვის წყლის ფსკერზე არსებულ ნალექში. მაგალითად, მეცნიერებმა წყალში იპოვეს პლასტიფიკატორი სახელწოდებით დიბუტილფთალატი. ყველა არსებულ პლასტიფიკატორთა შორის ამ კონკრეტულს რისკის უმაღლესი ქულა მიეწერება (დღეისათვის მისი გამოყენება აკრძალულია ყველა სათამაშოში, ბავშვთა მოვლის საშუალებაში და კოსმეტიკაში, რადგან ის არის კარცინოგენური, მუტაგენური და ვნებს რეპროდუქციულ ფუნქციას).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,