ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ვირტუალურ დიალოგს უჭერენ მხარს
სექტემბერი 10, 2021

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ვირტუალურ დიალოგს უჭერენ მხარს


3 სექტემბერს გორში პროექტ „მშვიდობის სახლის“ პირველი საჯარო წარდგენა გაიმართა. პროექტის მიზანი კონფლიქტით გაყოფილი შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებაა.

„მშვიდობის სახლის“ ვებპლატფორმა, რომელიც ქართულ, ოსურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი,  არასამთავრობო ორგანიზაციამ, „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შექმნა. ვებსაიტზე განთავსებულია ასზე მეტი პოსტერი, ბლოგი, გრაფიკული ნამუშევარი, ვიქტორინა, ვიდეორგოლი და ანიმაცია, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების მიერ არის შექმნილი და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. აქვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ვირუს COVID-19-ის შესახებ და პრაქტიკული რჩევები პანდემიის პერიოდში უსაფრთხოების ზომების თაობაზე.    

ვებსაიტზე ჩატბოტი, სახელად „ნელი“, მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს და მათ ინფორმაციის მოძიებას გაუმარტივებს. ჩატბოტს სახელი მიენიჭა ოსი ფოტოგრაფისა და მხატვრის, ნელი გაბარაევას (1956-2019) პატივსაცემად, რომელმაც თავისი ცხოვრება ცხინვალის ფოტოპორტრეტის შექმნას მიუძღვნა.

ღონისძიება გაგრძელდება სოციალურ მედიაში წარმართული კამპანიით, რომელიც „მშვიდობის სახლს“ ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს გააცნობს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მშვიდობის სახლის ვებპლატფორმა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,