მიმდინარე კვირაში ევროპოლმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროიუსტთან და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ერთად ოპერაცია „ოსკარი“ დაიწყო. ოპერაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ფინანსურ გამოძიებებში დაეხმარება, რათა გამოვლინდნენ იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების კრიმინალური აქტივები, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქციები დაუწესდათ.
გარდა ამისა, ოპერაცია „ოსკარის“ მიზანია, დაეხმაროს წევრ ქვეყნებს, გამოავლინონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სავაჭრო და ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მცდელობები. ოპერაცია მინიმუმ ერთ წელიწადს გაგრძელდება და მთელ რიგ დამოუკიდებელ გამოძიებებს მოიცავს.
ევროპოლი შეკრებს და გააანალიზებს იმ მთლიან ინფორმაციას, რომელსაც „ოსკარის“ მეშვეობით მოიპოვებს. ის გამოავლენს საერთაშორისო ქსელებს, კრიმინალურ ჯგუფებს, ეჭვმიტანილებს და ახალ კრიმინალურ ტენდენციებსა და მოდელებს. ორგანიზაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შესთავაზებს ანალიტიკურ მხარდაჭერას და დაეხმარება მათ ოპერატიული კოორდინაციისა თუ ტექნიკური ექსპერტიზის საკითხებში. გარდა ამისა, ევროპოლი შესაბამის ეროვნულ ხელისუფლებებს ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.
ევროიუსტი უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას და გააძლიერებს თანამშრომლობას ეროვნულ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს შორის. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო კი ევროკავშირის საგარეო საზღვრების კონტროლს იმ პირების შემოწმების გზით გააძლიერებს, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან.
დამატებითი ინფორმაცია
ომი უკრაინაში: ევროპოლი ოპერატიულ გუნდებს ყველა ფრონტისპირა პარტნიორ ქვეყანაში განათავსებს





Այլ տեղեկատվական արշավներ:
Հետաքրքրվա՞ծ եք վերջին նորություններով ու հնարավորություններով
Այս կայքը կառավարվում է Եվրոպական միության կողմից ֆինանսավորվող Արեւելյան հարեւանության երկրների համար տարածաշրջանային հաղորդակցության ծրագրի («EU NEIGHBOURS east») կողմից։ Ծրագիրը լրացնում եւ աջակցում է Արեւելյան գործընկերության երկրներում ԵՄ պատվիրակությունների հաղորդակցական գործունեությանը եւ գործում է Եվրոպական հանձնաժողովի Ընդլայնման եւ Արեւելյան հարեւանության հարցերով գլխավոր տնօրինության (DG ENEST) ու Արտաքին գործողությունների եվրոպական ծառայության ղեկավարության ներքո: EU NEIGHBOURS east-ն իրականացվում է GOPA PACE-ի գլխավորած կոնսորցիումի կողմից։
Սույն կայքում առկա տեղեկատվությունը կարգավորվում է պատասխանատվության սահմանափակման և անձնական տվյալների պաշտպանության մասին դրույթներով:
© European Union,