ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისში მყარი ნარჩენების მართვას უწყობს ხელს
ივლისი 9, 2021

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისში მყარი ნარჩენების მართვას უწყობს ხელს


2 ივლისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მუნიციპალიტეტს 3.03 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. თანხა ქალაქის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ფილტრაციის სისტემის მოდერნიზაციას მოხმარდება.

ინიციატივა „მწვანე ქალაქების“ მეორე ჩარჩო-პროექტის ნაწილია. ის აგრძელებს პირველი ფაზის ინვესტიციებს, რომლის ფარგლებშიც, 2018 წელს, ბანკმა თბილისს 15 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. ეს თანხა თბილისის მყარი ნარჩენების შემგროვებელი ავტოპარკის განახლებას, მყარი ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოდერნიზებას და გარემოსდაცვით ღონისძიებებს მოხმარდა. „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი“, რომელიც, ევროკავშირის სტანდარტების დაცვით, საუკეთესო ტექნოლოგიებს იყენებს, გარემოს დაბინძურების შემცირებას არსებული ნაგავსაყრელის მართვით დაეხმარება. 

მოდერნიზაცია გულისხმობს წვიმებისა და ნარჩენების ბუნებრივი ლპობისგან მიღებული საკანალიზაციო სითხის შეგროვებას, რათა ნაგავსაყრელიდან მისი სათანადო წესით მოცილება გახდეს შესაძლებელი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სფეროებში მოღვაწე 262 პროექტში განახორციელა. ამასთან, ამ ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

დამატებითი ინფორმაცია

რესრელიზი

 



MOST READ


SEE ALSO


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,