ამ კურსის საშუალებით გაიგებთ, თუ როგორ უზრუნველყოთ საკუთარი, თქვენი თანამშრომლების და იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებსაც ხვდებით პანდემიის, კერძოდ, Covid-19-ის საკითხზე მუშაობის პროცესში. თქვენ გაეცნობით ინტერვიუს ჩატარების და ინფორმაციის შეკრების მეთოდებს იმ პირობებში, როდესაც გადაადგილებაზე და ადამიანებთან ურთიერთობებზე დაწესებული შეზღუდვები უამრავ პრობლემას უქმნის ჟურნალისტებს.
კურსი ეყრდნობა წარსული ეპიდემიების, მაგ. სარსის და ებოლას შესახებ გაკეთებული რეპორტაჟების გამოცდილებას და მოიცავს საუკეთესო პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც Covid-19-ის საკითხზე მომუშავე ჟურნალისტებმა და მედია-კომპანიებმა შეიმუშავეს. თქვენს დასახმარებლად მოცემულია სხვადასხვა სახის სავარჯიშოები. ამ კურსის საშუალებით თქვენ, თქვენი კოლეგები, მეგობრები და ოჯახი შეძლებთ დაიცვათ საკუთარი უსაფრთხოება, და ასევე უსაფრთხოდ გააგრძელოთ მუშაობა იმ პერიოდში, როდესაც მოსახლეობა თქვენგან რეგულარული ინფორმაციის მიღებას მოელის.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,