მწვანე ბანაკი ახალგაზრდებისთვის საქართველოდან და სომხეთიდან — განაცხადები 21 სექტემბრამდე მიიღება
სექტემბერი 13, 2022

მწვანე ბანაკი ახალგაზრდებისთვის საქართველოდან და სომხეთიდან — განაცხადები 21 სექტემბრამდე მიიღება


პროგრამამ, EU4Youth, თავისი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების (SEED) პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პირველი რეგიონული ბანაკი გახსნა. 

ბანაკის გახსნის მიზანი ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. ის ხელს შეუწყობს მომავალ პარტნიორულ ურთიერთობებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის თუ წრიული ეკონომიკის საკითხებზე. ინიციატივა, ამასთან, ორივე ქვეყანაში ეკოლოგიურად დაბალანსებული განვითარების წამახალისებელ სოციალურ მეწარმეობას დაუჭერს მხარს. 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ბანაკის სამი ნაკადიდან ერთ-ერთში მონაწილეობის მისაღებად იწვევს 14-იდან 29 წლამდე ახალგაზრდა ლიდერებს სომხეთის ლორეს, შირაკის და ტავუშის პროვინციებიდან და საქართველოს გორის, ნინოწმინდის და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან. ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის და სოციალური მეწარმეობის საკითხებით უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. 

ბანაკის ნაკადები საქართველოში — კერძოდ, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 2022 წლის 13-23 ოქტომბერს, 1-10 ნოემბერს და 1-10 დეკემბერს მოეწყობა.

ყველა სესია და აქტივობა ჩატარდება ინგლისურად, ამიტომ კანდიდატებს ინგლისური ენის კარგი ცოდნა მოეთხოვებათ (მინიმუმ, B1 დონე).

განაცხადების შეტანა შესაძლებელია 21 სექტემბრამდე.

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი რეგიონული მწვანე ბანაკი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Youth პროგრამის სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების (SEED) პროექტის მიერაა ორგანიზებული. მას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „Green Lane“ (სომხეთი) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განაცხადის ფორმა

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,