კურსები მედია-მენეჯმენტის, საინფორმაციო პროდუქციის შემქნის და ევროკავშირის საკითხებზე
სექტემბერი 22, 2021

კურსები მედია-მენეჯმენტის, საინფორმაციო პროდუქციის შემქნის და ევროკავშირის საკითხებზე


OPEN Media Hub-ის ონლაინ ტრენინგის კურსები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც ჟურნალისტების, რედაქტორების, მედია-პროფესიონალების და მენეჯერებისთვის ვახორციელებთ ევროპული სამეზობლოს ქვეყნებში.

იმ მედია-პროფესიონალებს, ვინც უკვე დაესწრო OPEN Media Hub-ის ერთ ან მეტ სემინარს მედია-მენეჯმენტის და პროდუქციის საკითხებზე, ეს ონლაინ კურსები აძლევს უწყვეტი პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას.

ყველა, ვისაც კურსები ჯერ არ გაუვლია – ჟურნალისტები, მედია-პროფესიონალები, ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტები და პროფესიული ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანები ინფორმაციას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტიკის და მედია-მენეჯმენტის საუკეთესო მაგალითებიდან.

კურსები შემდეგ ჯგუფებად იყოფა:

მედია-მენეჯმენტის კურსები

საინფორმაციო პროდუქციის შექმნის კურსები

კურსები ევროკავშირის საკითხებზე

ყველა კურსი უფასოა და თავისუფალი გრაფიკით ტარდება.

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 31, 2021

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,