კონკურსი კულტურის სფეროს ორგანიზაციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: 7,500 ევრო სასკოლო თანამშრომლობის პროექტისთვის
მაისი 26, 2022

კონკურსი კულტურის სფეროს ორგანიზაციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: 7,500 ევრო სასკოლო თანამშრომლობის პროექტისთვის


ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ინიციატივა Creative FLIP აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის კულტურის და შემოქმედებითი სფეროს ორგანიზაციებისა და სტრუქტურებისთვის ღია კონკურსს აცხადებს. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამის სფეროში მომუშავე კულტურის ცენტრებს, ახალგაზრდულ ცენტრებს, თეატრებს, ასოციაციებს, შემოქმედებით ჰაბებს, შემოქმედებით სივრცეებს და იურიდიულ ორგანიზაციებს (შემოქმედებით ფასილიტატორებს). მათ ეძლევათ შესაძლებლობა,  დაწყებით და საშუალო სკოლებთან ერთობლივი პროექტის მეშვეობით ბავშვები ხელოვნებით დააინტერესონ. 

წარმატებული კონკურსანტები მიიღებენ საორგანიზაციო მხარდაჭერას და 7,500 ევროს ცხრათვიანი პროექტისთვის, რომელიც  ბავშვებს კულტურის და შემოქმედებით სექტორებში მუშაობის თავისებურებებს გააცნობს და საკუთარი ნიჭის განვითარებაში დაეხმარება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 6 ივნისი.

სასწავლო ლაბორატორიის პროგრამის შემთავაზებელი ინიციატივა Creative FLIP თანადაფინანსებულია ევროკავშირის და ხუთი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი ხელმძღვანელობს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 6, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,