ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები: შეიტანეთ განაცხადი 4 სექტემბრამდე
ივლისი 21, 2023

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები: შეიტანეთ განაცხადი 4 სექტემბრამდე


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი კონკურსი გამოაცხადა.

სტიპენდიები განკუთვნილია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრები აქტივისტებისა და სამოქალაქო აზროვნების მქონე ქალებისა და კაცებისთვის, რომელთაც თავიანთ საზოგადოებებში დადებითი ცვლილებების შეტანა სურთ.  

ახალი კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეებთან კავშირის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდება. მაგალითად, საკონკურსო პროექტი შეიძლება იყენებდეს ციფრულ გადაწყვეტებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის/შეფასების გასაუმჯობესებლად, ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მონაცემების შესაგროვებლად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ან ორგანიზაციების მართვის გაუმჯობესებული სისტემების შესაფასებლად თუ მხარდასაჭერად.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი და გადაეცემათ 5,000 ევრო დასახულ მიზანთა განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

კონკურსის ფარგლებში ორი სახის სტიპენდიები გაიცემა: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი  განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 26 ივლისს საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება. პროგრამის, სააპლიკაციო პროცესისა და სტიპენდიების შესახებ მეტის გასაგებად ვებინარზე დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

2023 წლის სასტიპენდიო განაცხადის გზამკვლევი 

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 4, 2023

შესაძლებლობის ტიპი


თემაზე

ნოემბერი 21, 2023

EU4Dialogue საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ნოემბერი 16, 2023

Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს

ნოემბერი 13, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შესაფასებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე

ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,