Erasmus+ მსოფლიო ვებინარი: საინფორმაციო სესიებზე საერთაშორისო შესაძლებლობები განიხილება
ოქტომბერი 21, 2022

Erasmus+ მსოფლიო ვებინარი: საინფორმაციო სესიებზე საერთაშორისო შესაძლებლობები განიხილება


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, Erasmus+ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის ვებინარს აწყობს. ვებინარზე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული გაცვლების და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილება. 

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში 7-10 ნოემბერს ჩატარდება (დასვენების დღედ განკუთვნილი 9 ნოემბრის გამოკლებით).

სემინარი მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ შეთავაზებული პროგრამების ყველა ასპექტსა და სარგებელს. კერძოდ, ისინი მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: 

  • სტუდენტების და პერსონალის აკადემიური გაცვლები;
  • თანამშრომლობითი პროექტები უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ტრენინგის და სპორტის სფეროებში;
  • ვირტუალური გაცვლები;
  • მობილობა მკვლევართათვის.

ვებინარი გადაიცემა ინტერნეტით. მასზე დასასწრებლად გასავლელი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,