ეს ინფოგრაფიკა აჯამებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მდგომარეობას იმ დროისთვის, როცა ევროკომისიამ 2024 წლის გაფართოების პაკეტზე განცხადება გააკეთა.
დოკუმენტში წარმოდგენილია ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების იმ პროცესის ქრონოლოგია, რომელიც ამჟამად დე ფაქტო შეჩერებულია. აქვეა ნაჩვენები ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი. კერძოდ, გამოკვეთილია სამეზობლო განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტი — გლობალური ევროპისა (NDICI-GE) და აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში გაცემული მხარდაჭერა. ინფოგრაფიკაში ასევე წარმოდგენილია მონაცემები ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებზე.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,