ბროშურა მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა გაძლიერებული ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში (WILD)” ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. დოკუმენტი წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მდგომარეობის მოკლე ანალიზს საქართველოში და ეფუძნება 2023 წლის ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილსა და სხვა მნიშვნელოვან კვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი წვდომა უმაღლეს განათლებაზე და ქალები ხშირად აღწევენ უკეთეს შედეგებს, ეს მიღწევები არ აისახება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში. ბროშურა ხაზს უსვამს იმ სისტემურ ბარიერებს, რაც ხელს უშლის ქალების სრულფასოვან ჩართულობას შრომის ბაზარზე, ხელმძღვანელ პოზიციებზე, მეწარმეობაში, თანაბარ ანაზღაურებასა და ფინანსურ რესურსებზე წვდომაში. პუბლიკაცია მონაცემებზე დაყრდნობით წარმოაჩენს იმ სტრუქტურულ უთანასწორობებს, რომლებიც უნდა გადაიჭრას გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეკონომიკურ სფეროში.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,