ანგარიში „კერძო სექტორი ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში“ ასახავს 2016 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგებს, რომელიც ეფუძნება ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). 2024 წლის ბოლოსთვის, WEPs-ის ხელმომწერმა კომპანიებმა 71,363 ქალის ცხოვრება გააუმჯობესეს მენტორობით, პროფესიული ტრენინგებით, გრანტებით, სოფლის ქალების მხარდაჭერით, მეწარმეობის ხელშეწყობით და სხვა ინიციატივებით. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიების ფარგლებს სცილდება და მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებას ფართო საზოგადოებაში. კერძოდ, კერძო სექტორი ხელს უწყობს ქალების წვდომას ფინანსებზე და ჯანდაცვაზე, მათი ინტეგრაციას ტექნოლოგიურ და მაღალანაზღაურებად სექტორებში, გენდერული სტერეოტიპების დაძლევას და ქალების მისწრაფებების რეალიზებას. პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის განვითარების სააგენტოს (Norad) მხარდაჭერით.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,