„დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ჩაატარა კვლევა ადრეული ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის რეალური მასშტაბების, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებებისა და შესაბამის სპეციალისტთა მიდგომების შესაფასებლად.
კვლევის ფარგლებში დეტალურად გაანალიზდა სასამართლოს გადაწყვეტილებათა და სისხლის სამართლის საქმეების მასალები, რელევანტური სტატისტიკური მონაცემები, ასევე სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეები.
კვლევაში შესწავლილია სახელმწიფო უწყებების პოლიტიკა ადრეული/ბავშვთა ქორწინების პრევენციის, აღმოფხვრისა და რეაგირების პროცესში, ასევე შეფასებულია ბავშვთა ქორწინების რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და დახმარების ღონისძიებებისა და ბავშვთა ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობა.
გაეროს მოსახლეობის ფონდი, 2022





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,