უკრაინა: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამტკიცებს
მარტი 16, 2022

უკრაინა: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამტკიცებს


15 მარტს ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის საპასუხოდ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.

საბჭომ გადაწყვიტა:

  • აკრძალოს ყოველგვარი ტრანზაქციები კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოებთან სხვადასხვა სექტორში — კერძოდ, კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში;
  • აკრძალოს რუსეთის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიწოდება, ასევე წვდომა ნებისმიერ სააბონენტო მომსახურებაზე კრედიტუნარიანობის შეფასების სერვისებთან დაკავშირებით;
  • გააფართოოს რუსეთის თავდაცვის და მრეწველობის სექტორებთან ასოცირებული იმ პირების სია, რომლებისთვისაც დაწესებულია მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან და იმგვარ საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებმაც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ტექნოლოგიურ წინსვლას შეიძლება შეუწყოს ხელი; 
  • აკრძალოს ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკის სექტორში, ასევე დააწესოს ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე;
  • შემოიღოს დამატებითი შეზღუდვები რკინითა და ფოლადით ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც რუსეთს ექსპორტიდან დაახლოებით 3.3 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლებს დააკარგვინებს;
  • დააწესოს ევროკავშირის საექსპორტო აკრძალვა ფუფუნების საგნებზე (მაგალითად, ძვირადღირებულ მანქანებზე, საიუველირო ნაკეთობებზე და სხვა), რაც უშუალოდ რუსეთის ელიტას მიაყენებს დარტყმას.

გარდა ამისა, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დააწესოს სანქციები წამყვანი ოლიგარქების, ლობისტების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ კრემლის ნარატივს უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სანქციები ასევე ეკისრებათ კომპანიებს ავიაციის, სამხედრო, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, გემთმშენებლობის და მანქანათმშენებლობის სექტორებიდან.

აღნიშნულისგან დამოუკიდებლად, საბჭომ მწვანე შუქი აუნთო ევროკომისიას, ევროკავშირის სახელით დაუჭიროს მხარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გადაწყვეტილებას, შეაჩეროს რუსეთისადმი აღებული გარკვეული ვალდებულებები (მაგალითად, შეუჩეროს რუსულ პროდუქტებს და სერვისებს  უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი). გარდა ამისა, ევროკავშირი თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის გაწეული დახმარებისთვის, ბელარუსს უნდა შეუჩერდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი.

„სანქციების მეოთხე პაკეტი კიდევ ერთი დიდი დარტყმაა იმ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ბაზაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასაგრძელებლად იყენებს. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს სასტიკი და უაზრო ომი“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,