ახალი Erasmus+ აპლიკაცია ახალი Erasmus+ პროგრამისთვის
იანვარი 29, 2021

ახალი Erasmus+ აპლიკაცია ახალი Erasmus+ პროგრამისთვის


ევროკავშირის ყველაზე წარმატებულმა წამყვანმა პროგრამამ, Erasmus+, რომელმაც უკვე 10 მილიონი ადამიანის მხარდაჭერა შეძლო, 28 იანვარს თავისი ახალი Erasmus+ აპლიკაცია აამოქმედა. ეს აპლიკაცია მობილურ სტუდენტებსა და ევროპაში სწავლის სხვა მსურველებს რევოლუციურ ცვლილებებს შესთავაზებს დაგეგმვის, ადმინისტრირებისა და მხარდაჭერის სერვისებში. ეს მათ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას პერსონალური თუ აკადემიური წინაპირობების მიუხედავად გაუმარტივებს.

აპლიკაცია ამოქმედდა 2021-2027 წლების ახალ Erasmus+ პროგრამასთან ერთად, რომლის მიზანია მოიცვას ახალგაზრდების უფრო ფართო წრეები და უზრუნველყოს  პროგრამით შეთავაზებული მობილური შესაძლებლობებით სარგებლობა სწავლის ყველა მსურველისთვის ევროპის მასშტაბით — მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

Erasmus+ აპლიკაცია გზას გაუკვალავს მონაწილეებს მობილური მოგზაურობის ყველა ეტაპზე; საშუალებას მისცემს მათ, ციფრულად შეასრულონ მობილობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცესი, ჰქონდეთ წვდომა სპეციალურ შეთავაზებებზე მასპინძელ ქვეყნებში და დაამყარონ კონტაქტები ღონისძიებებში, სოციალურ და მოხალისეთა აქტივობებში მონაწილეობის გზით. აპლიკაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს მობილობას ევროპული საგანმანათლებლო სივრცის პრინციპების შესაბამისად. გარდა ამისა, ის  ევროპული სტუდენტური ბარათის ინიციატივის ძირითადი კომპონენტიცაა.

ახალი აპლიკაცია, რომელიც უკვე მოიცავს რიგ დაგეგმილ ფუნქციებს, ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად თქვენს მობილურ ტელეფონზე Google Play-დან და App Store-იდან ან ონლაინ ვებსაიტზე, erasmusapp.eu.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,