შეიტანე განაცხადი პარასკევამდე, 30 სექტემბრამდე და გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი!
სექტემბერი 28, 2022

შეიტანე განაცხადი პარასკევამდე, 30 სექტემბრამდე და გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი!


შენ ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ პარასკევამდე, 30 სექტემბრამდე შეიტანო განაცხადი, რათა შეუერთდე „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ქსელს. EU NEIGHBOURS east პროგრამის ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის სტატუსით შენ შეიტყობ მეტს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს, წარმოადგენ შენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე და წვლილს შეიტან შენი საზოგადოების განვითარებაში. შენ, ამასთან, აითვისებ ახალ უნარებს და შეიძენ საზიარო იდეებისა და ინტერესების მქონე ახალ მეგობრებს ევროპის სხვადასხვა წერტილიდან.

შენ კიდევ დაგრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ამისათვის კი ეს განაცხადის ფორმა პარასკევამდე უნდა შეავსო. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. განაცხადების მიღების დასრულების მერე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმატებულ კონკურსანტებს ინტერვიუებზე დაიბარებენ. ისინი, ამასთან, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივის შესახებ და ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვა რელევანტურ თემებზე გამართულ სპეციალურ სესიებს დაესწრებიან. 

განაცხადის შევსებისა და შესარჩევი პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა აქაა შესაძლებელი: https://euneighbourseast.eu/ka/young-european-ambassadors/ 

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. ის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამისEU NEIGHBOURS east-ის ნაწილია. 

შეიტანე განაცხადი ახლა 

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადის ფორმა

გაიცანი ამჟამინდელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობა 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ დაწერილი ბლოგები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალი 2022



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,