რას წარმოადგენს ევროკავშირი და ვინ იდგა მისი შექმნის სათავეებთან? ამას ორი ახალი ბროშურიდან შეიტყობთ
იანვარი 25, 2022

რას წარმოადგენს ევროკავშირი და ვინ იდგა მისი შექმნის სათავეებთან? ამას ორი ახალი ბროშურიდან შეიტყობთ


როგორ მუშაობს ევროკავშირი და რას აკეთებს ის კონკრეტულად თქვენთვის? ვინ იდგა გაერთიანებული ევროპის სათავეებთან? ამ კითხვებზე პასუხებს ევროკავშირის საგამომცემლო სახლის მიერ დაბეჭდილ ორ ახალ პუბლიკაციაში იპოვით.

„ევროკავშირის მოკლე გზამკვლევი“ მოიცავს ზოგად სახელმძღვანელო ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ. მაგალითად, მასში განმარტებულია, ევროკავშირის რომელი ქვეყნები იყენებენ ევროს, რას ნიშნავს შენგენის ზონის წევრობა, როგორ აუმჯობესებს ევროპის „მწვანე შეთანხმება“ ადამიანთა ცხოვრებას და საიდან მოდის თანხები ევროკავშირის პროგრამების დასაფინანსებლად? 

მეორე ბროშურა, „ევროკავშირის პიონერები“, გვიყვება იმ ადამიანებზე, რომლებმაც თანამედროვე ევროპის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მაგალითად, აქ თქვენ წაიკითხავთ წინააღმდეგობის მებრძოლებზე, ჰოლოკოსტს გადარჩენილებზე, პოლიტიკოსებსა და მსახიობებზეც კი. 

“ბევრი მათგანი, ორი მსოფლიო ომის საშინელებათა შემდეგ, ევროპაში კონფლიქტების დასრულებისთვის და ხალხთა შორის მშვიდობის და სოლიდარობის დამკვიდრებისთვის იღვწოდა“, — ნათქვამია პუბლიკაციაში, — „ისინი იბრძოდნენ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, სოციალური გაუცხოების და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მათი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა სისტემები, რომლებმაც ევროპა ეკონომიკურ სტაბილურობამდე და, საბოლოოდ, ერთიანი ვალუტის მიღებამდე მიიყვანა. მათ ევროპის მდიდარი კულტურის ისტორია შეინარჩუნეს“.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,