აღდგენის გზა: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ასამბლეა რეფორმებსა და მდგრადობაზე ფოკუსირდება
ნოემბერი 30, 2021

აღდგენის გზა: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ასამბლეა რეფორმებსა და მდგრადობაზე ფოკუსირდება


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეა, „აღდგენის გზა: რეფორმების და მდგრადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის განსამტკიცებლად“, 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე დისტანციურად შეიკრიბება. ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს 300-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან.

2021 წლის 15-16 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ჩატარებამდე, ასამბლეა ბოლო ნაბიჯებს, გამოწვევებს, ახალი პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრულ პოლიტიკურ ამოცანებს და ამბიციებს განიხილავს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინა დღეებში სპიკერები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში აღდგენის და მდგრადობის გაძლიერების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრებენ. ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ საკუთარ ხედვებს წარმოაჩენენ და გამოკვეთენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებს. პრობლემებით სავსე მიმდინარე წლის განხილვისას აქცენტი პანდემიის შემდგომი აღდგენის მნიშვნელობაზე გაკეთდება. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაჟღერებული გზავნილების საფუძველზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პრაქტიკაში საუკეთესოდ განხორციელების თაობაზე გამართული დისკუსია ფოკუსირდება უსაფრთხოების პრობლემებზე, ანგარიშვალდებულებაზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.

დამატებითი ინფორმაცია

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიური ასამბლეის ვებსაიტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მემორანდუმი — „აღდგენა დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია: კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება როგორც აღდგენის, მდგრადობის და რეფორმების საფუძველი“



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,