ევროპის სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდებს გერმანიაში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად იწვევს
ნოემბერი 5, 2021

ევროპის სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდებს გერმანიაში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად იწვევს


ევროპის სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად იწვევს. 

მოხალისეებს უმასპინძლებს არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, Jugendwerk der AWO Württemberg (JW), რომლის საქმიანობის მიმართულებებია არაფორმალური განათლება, კულტურათაშორისი პროექტები, ახალგაზრდული ბანაკები და საბავშვო და ახალგაზრდული პროექტები. ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების პირად განვითარებასა და სკოლისა თუ უნივერსიტეტის მიღმა, კლასგარეშე განათლებას.

52 კვირის განმავლობაში, 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 30 აპრილამდე, მოხალისეები Jugendwerk-ის გუნდს საოფისე საქმიანობაში დაეხმარებიან და დაესწრებიან სასარგებლო ტრენინგებს.

საცხოვრებელი, კვება და მგზავრობა მასპინძელი ორგანიზაციის მიერ იქნება ორგანიზებული.  

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 30, 2021


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,