EU4Digital: აღმოსავლეთ პარტნიორები როუმინგისა და სპექტრის შეთანხმებებს დეკემბერში გააფორმებენ
ოქტომბერი 1, 2021

EU4Digital: აღმოსავლეთ პარტნიორები როუმინგისა და სპექტრის შეთანხმებებს დეკემბერში გააფორმებენ


აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა მზად არის, ეროვნულ დონეზე განახორციელოს  ყველა საჭირო  ღონისძიება, რათა  როუმინგისა და სპექტრის რეგიონული შეთანხმებები ხელმოსაწერად 2021 წლის დეკემბრისთვის იყოს მზად.

ეს ვალდებულება ორივე შეთანხმებასთან დაკავშირებით სახელმწიფოებმა 23 სექტემბერს ჩატარებულ მონაწილე მხარეთა ფორუმზე აიღეს. ფორუმი ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) მიერ და მას ექვსი პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციები დაესწრნენ.

ორივე შეთანხმება EU4Digital ინიციატივის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. სავარაუდოდ, როუმინგის რეგიონული შეთანხმება როუმინგის ფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 90%-ით შეამცირებს. ამ ცვლილების დადებითი გავლენა 4.6 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სპექტრის რეგიონული შეთანხმებით კი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 5G ტექნოლოგიის განვითარებისთვის სიხშირის ძირითადი ზოლების ჰარმონიზაცია გახდება შესაძლებელი. ეს ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  მაღალსიჩქარიანი მობილური ტექნოლოგიების დანერგვას დააჩქარებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,