ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისათვის: როგორ ეხმარება EU4Youth საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას
13 Հունիսի, 2022

ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისათვის: როგორ ეხმარება EU4Youth საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას


საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში – გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში  – სასოფლო ინოვაციური ცოდნის ჰაბები გაიხსნა. ჰაბები განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც  სამეწარმეო იდეები აქვთ ან სურთ გაიგონ მეტი სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის შესახებ, დაგეგმონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას საკუთარ თემებში. 

ჰაბები  პროგრამის,  EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდის პროექტისთვის, ფარგლებშია გახსნილი. ინიციატივა ახალგაზრდებს, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან, შესაძლებლობას აძლევს, მწვანე და სოციალური მეწარმეობის  სფეროში განათლება და პრაქტიკული უნარები მიიღონ.

ჰაბები ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს სივრცეები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია განათლებაზე  და ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებაზე და მათ კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ჰაბები  რესურს-ცენტრებიცაა, რომლებიც იზიდავენ ფინანსებს  და აქეზებენ მუნიციპალიტეტებისთვის სასარგებლო საქმიანობას.

ახმეტის ინოვაციის ჰაბის ინიციატივით, ახალგაზრდები ახლახან თბილისს ეწვივნენ, მოინახულეს სოციალური საწარმოები  და შეხვდნენ ჰაბის დამფუძნებლებს. ახმეტელი ახალგაზრდები წარმატებული და ინოვაციური საწარმოების ხელმძღვანელებს გააცნეს. ამ ადამიანებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება  გაუზიარეს და ესაუბრნენ არაერთ პრაქტიკულ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის დაწყებისა და  მართვისთვის.  გარდა ამისა, ახმეტის ინოვაციური ჰაბის წევრებმა იმ ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების შესახებაც შეიტყვეს, რომლებიც სოციალურ საწარმოებს დაფინანსებას და სხვა სახის მხარდაჭერას სთავაზობენ.

გიორგი ხოხობაშვილი ჰაბის ყველა ღონისძიების აქტიური მონაწილეა. ის ცოდნის ჰაბის საქმიანობაში პირველად მაშინ ჩაერთო, როდესაც სოციალური და მწვანე მეწარმეობის კურსი გაიარა. ამის შემდეგ გიორგიმ ისეთი არაერთი კამპანიისა და ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა, მაგალითად, „აღმოაჩინე ახმეტა“, უმასპინძლა  გორიდან და ნინოწმინდიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ტურს და დაეხმარა ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო კამპანიას (კამპანიის ფარგლებში მოწვეულმა იმუნოლოგმა ისაუბრა ვაქცინაციაზე და უპასუხა საზოგადოების შეკითხვებს ვაქცინაციის ირგვლივ არსებული შფოთვების გასაქარწყლებლად). გიორგიმ მალე კამპანიების ხელმძღვანელობაზე აიღო პასუხისმგებლობა და ახლა ბიომრავალფეროვნების კამპანიას გეგმავს, რათა ადგილობრივ საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების საკითხები გააცნოს. ამ მიზნით ის ბაწარის ნაკრძალში ექსკურსიას  უხელმძღვანელებს და პრაქტიკულ თამაშებსა და აქტივობებს გაუძღვება.

ჰაბის საშუალებით გიორგის წინაშე არაერთი შესაძლებლობა გაჩნდა.  ჰაბის კოორდინატორთან კონსულტაციების შემდეგ მან გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ევროპის სოლიდარობის დიპლომატიის კონკურსში, რომელშიც გაიმარჯვა კიდეც. ამის შედეგად ის 10 თვით გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებას დაუჭერს მხარს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გიორგი გეგმავს, რომ ავსტრიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მშობლიურ ახმეტას მოახმაროს და დაეხმაროს სხვა ახალგაზრდებს, რათა მათაც შეძლონ მსგავს პროგრამებში მონაწილეობა.

„ამ ჰაბების არსებობა და მათ მიერ გაწეული მხარდაჭერა გვიქმნის იმის მოტივაციას, რომ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის განვითარებაში და მთელი ძალით ვეცადოთ ახალგაზრდებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას. ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურ საქმიანობას გავაგრძელებ და ვურჩევ ახალგაზრდებს, გახდნენ ჰაბის წევრები. ეს მათ ცოდნის გაღრმავების და გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს“, – ამბობს გიორგი.

ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბის წევრის, ლარისა კარსლიანის აზრით, ახლა მსგავსი პროექტების განსახორციელებლად საუკეთესო დროა: „ჰაბის საქმიანობა და თემატიკა უაღრესად საჭირო და თანამედროვეა. გარემოს დაცვის საკითხები დღეს უმნიშვნელოვანესია. კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების თუ სხვა პრობლემების ეფექტიანად გადაწყვეტა კი ახალგაზრდების ჩაურთველად შეუძლებელია“. ლარისა ამბობს, რომ ახალგაზრდებს გულწრფელად ხიბლავთ ის იდეა, რომ დადებითი ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ, ხოლო ჰაბები „ხელს უწყობს ახალგაზრდების სოციალურ პროცესებში უკეთ ჩართვას, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო მიდგომაა“.

გარდა იმისა, რომ ჰაბები ინკლუზიურ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფენ, ისინი, ამასთან, აღჭურვილნი არიან აუცილებელი აპარატურითაც. მაგალითად, ამ სივრცეებში ხელმისაწვდომია პროფესიული ფოტოაპარატები  თუ ლეპტოპები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – Wi-Fi ინტერნეტი.

ისეთ რეგიონებში, როგორიც ნინოწმინდაა, ჰაბებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოციალური ინტეგრაციის გაზრდაში. ლარისა კარსლიანი გვიხსნის, რომ „ნინოწმინდაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ინტეგრაციის პრობლემები აქვთ, უმრავლესობამ ქართული ენა არ იცის. ინოვაციური ცოდნის ჰაბი კი ის პლატფორმაა, რომელიც მათ კომუნიკაციის, ერთმანეთთან შეხვედრის, სოციალური მეწარმეობის თუ გარემოს დაცვის საკითხების განხილვისა და უკეთ ინტეგრაციის საშუალებას აძლევს“.

საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებზე ამ პროექტის დადებითი გავლენა შეუფასებელია.  ამ რეგიონებში ბევრი ახალგაზრდა მრავალ წინაღობას აწყდება, რის შედეგადაც ისინი სოციალურად უაღრესად დაუცველები არიან. სასოფლო ინოვაციური ცოდნის ჰაბები ახალგაზრდებს იმ უსაფრთხო გარემოს სთავაზობს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, თავად განკარგონ საკუთარი მომავალი.

ავტორები: მაიკენ ბიორლინ ჰანსენი, ნანა თაკვარელია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)



Հետաքրքրվա՞ծ եք վերջին նորություններով ու հնարավորություններով

Այս կայքը կառավարվում է 2020-2024թթ. համար Եվրամիության կողմից ֆինանսավորվող Արևելյան հարևանության տարածաշրջանային հաղորդակցության ծրագրի («ԵՄ արևելյան հարևաններ») կողմից: Ծրագիրը լրացնում և աջակցում է գործընկեր երկրներում ԵՄ պատվիրակությունների հաղորդակցական գործունեությանն ու աշխատում է Եվրոպական հանձնաժողովի Հարևանության քաղաքականության և ընդլայնման բանակցությունների գլխավոր տնօրինության ու ԵՄ արտաքին գործողությունների ծառայության ղեկավարության ներքո: Ծրագիրն իրականացնում է GOPA PACE-ի գլխավորած կոնսորցիումը:


Սույն կայքում առկա տեղեկատվությունը կարգավորվում է պատասխանատվության սահմանափակման և անձնական տվյալների պաշտպանության մասին դրույթներով:
© European Union,