ოზი ჩვენი პლანეტისთვის

ოზი სუფთა ენერგიის ელჩი და კომიქსების გმირია. მისი მიზანი ჩვენი პლანეტის გადარჩენაა 

ჩვენ მარტივი გზებით შეგვიძლია დავზოგოთ ენერგია და დავიცვათ ჩვენი ლამაზი პლანეტა

ოზის და ევროკავშირს ჩვენთვის მარტივი რჩევები აქვთ

შეასრულე ოზის რომელიმე რჩევა და დაეხმარე პლანეტას!

გაცვალე და გადაამუშავე. შეამცირე ტრანსპორტირებისა და შეფუთვისას გამოყენებული ნარჩენები და ენერგია

წყლის დასაზოგად დაკეტე ონკანი, როცა არ იყენებ

ჩააქრე შუქი, როცა არ გჭირდება. არც ტელევიზორი და კომპიუტერი დაგავიწყდეს!

იარე ფეხით ან ველოსიპედით, მანქანით მგზავრობის ნაცვლად

LED ნათურები 90%-ით ნაკლებ ენერგიას წვავს და 25-ჯერ დიდხანს ძლებს

რამდენი რჩევის გათვალისწინებას შეძლებ ერთ დღეში?

 რა არის განახლებადი ენერგია?

ენერგიის ბუნებრივ წყაროებს, როგორებიცაა წყალი, მზე და ქარი, ადამიანი ვერ ამოწურავს მაშინაც კი, თუ მათ ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენებს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ ენერგიის განახლებად წყაროებს.

როგორ გამოიმუშავებს ენერგიას ქარი, მზე და წყალი?

ქარის ენერგია

ქარი ენერგიის ბუნებრივი წყაროა, რომელიც მუდმივად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ქარის ძალა ძალიან ძლიერი შეიძლება იყოს. ეს ენერგია ქარის ტურბინებით გამომუშავდება.

ქარის ელექტროსადგური ერთ ადგილზე განთავსებული რამდენიმე ქარის ტურბინისგან შედგება. მათ ქარის ფერმებსაც უწოდებენ.

მზის ენერგია

მზის პანელები მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. მისით შეგიძლია დატენო ნებისმიერი მოწყობილობა. ასევე, შეგიძლია, ეს ენერგია სამომავლო გამოყენებისთვის აკუმულატორში შეინახო.


მზის ენერგიას მზის კოლექტორებიც გარდაქმნის. თუმცა ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის ნაცვლად, სითბოს ვიღებთ.

წყლის ენერგია

წყლის ენერგიას „ჰიდროენერგიასაც“ უწოდებენ. წყლის დინების ძალას ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამ გზით მიღებული ელექტროენერგიით შეიძლება განათდეს ერთი სახლი ან მთლიანი დასახლებაც კი.

პატარა ჰიდროელექტროსადგურს 100 კილოვატამდე ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, რისთვისაც გამდინარე წყლის ენერგიას იყენებს.

მოუყევი სხვებს განახლებადი ენერგიის შესახებ

ამ მარტივი მითითებებით შეგიძლია, საკუთარი ხელით და სახლში ნაპოვნი ნივთებით ააწყო ქარის ტურბინა. ჩამოტვირთე ინსტრუქცია და უყურე ვიდეოს.

ოზიმ 2025 წლის კალენდარში მონიშნა რამდენიმე თარიღი, რომლებიც ენერგიის დაზოგვას უკავშირდება. ჩამოტვირთე კალენდარი.

გააცანი ოზის პრეზენტაცია კლასელებს სკოლაში ან მშობლებს სახლში.

ჩვენი კომიქსები

გინდა, გაიგო მეტი ოზის თავგადასავლებზე? მაშინ ჩამოტვირთე ჩვენი კომიქსები.

ოზის თავგადასავლები

ჩვენს კომიქსებში ოზი და მისი ოთხი მეგობარი მკითხველს თავიანთ სამყაროში ამოგზაურებენ. სხვადასხვა თავგადასავალში ჩართვით, ჩვენი გმირები მშობლიური ქალაქისა და პლანეტის მომავლის გადარჩენას ახერხებენ.

ისინი გვაჩვენებენ, რომ დედამიწის გადასარჩენად ძალების გაერთიანებაა საჭირო. ამიტომ ბავშვები თავიანთ გარშემო ყველას ასწავლიან, როგორ უნდა დავზოგოთ ენერგია.

ლუნა, ლეა და ოზი

ლეა ტექნოლოგიებზე გიჟდება. თავისუფალ დროს სულ ფიქრობს და ახალ გამოგონებებზე მუშაობს. ამასთან, საყვარელ ზაზუნა ოზისაც უვლის უმცროს დასთან, ლუნასთან ერთად, რომელიც ზოგჯერ (მხოლოდ ზოგჯერ) ნერვებს აწიწკნის.

მაქსი და დენი

მაქსი და დენი, მიუხედავად წარსული მტრობისა, საერთო მიზანმა დაამეგობრა. ბიჭები ერთად უძღვებიან სკოლის კლუბს და მართავენ სოციალური მედიის პოპულარულ გვერდს, სადაც თანატოლებს ენერგიის გამოყენების გონივრულ გზებს ასწავლიან.

პროფესორი სლეიტი და გაჯეტ თეილსი

პროფესორი სლეიტი მეცნიერია, რომელიც მთელი ცხოვრებაა, ენერგიის ეფექტიანად გამოყენების გზებს იკვლევს. მისი უმცროსი ძმა და ბრწყინვალე ინჟინერი, გაჯეტ თეილსი, სლეიტს ეხმარება, იდეები რეალობად აქციოს. გაჯეტის მიერ შექმნილი მოწყობილობები ბუნებრივ ენერგიაზე მუშაობს და გარემოს არ აბინძურებს.

ჩამოტვირთე კომიქსები

ნათურა: ოზის თავგადასავალი

შუშის სფერო: ოზის ახალი თავგადასავალი

პროექტზე მეტის გასაგებად, დაგვიკავშირდით:

[email protected]