წინამდებარე კვლევა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ერთ-ერთ კრიტიკულ ასპექტს — ქულის გადახედვისა და გასაჩივრების პროცესს — განიხილავს და ყურადღებას ამახვილებს იმ ბარიერებზე, რომლებიც პირთა სოციალური უფლებების რეალიზებას აფერხებს. გენდერული პერსპექტივიდან ანალიზისას თვალსაჩინო ხდება, რომ არსებული მეთოდოლოგია — კეთილდღეობის შეფასების (PMT) სისტემა — არ ასახავს სრულად იმ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას, რომელშიც ქალი ბენეფიციარები, განსაკუთრებით მარტოხელა დედები, მოხუცი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები იმყოფებიან. ქალის მიერ გაწეული უხელფასო შრომა, როგორიცაა ზრუნვა ბავშვებსა თუ მოხუცებზე, ასევე დროის სიმცირე, ფინანსური და იურიდიული ხელშეწყობის დეფიციტი, ქმნის სისტემურ ბარიერებს, რაც მათ ხელს უშლის ქულის გადამოწმებისა და გასაჩივრების მექანიზმების ეფექტურად გამოყენებაში. ამავდროულად, ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაკლებობა და ციფრული გამორიცხვა კიდევ უფრო აძლიერებს ქალთა მოწყვლადობას სოციალური დაცვის სისტემაში. გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ინტეგრაცია — მათ შორის ზრუნვაზე დაფუძნებული ინდიკატორების შეტანა PMT მოდელში და უფასო სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა — ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის სისტემის თანასწორობის გაზრდას და ქალთა სოციალური უფლებების რეალიზაციას.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,