მიზნობრივი სოციალური და ხმარების პროგრამა საქართველოში: პროგრამის სოციალური ეფექტი და სიღარიბის დაძლევის პოტენციალი
ივნისი 1, 2025

მიზნობრივი სოციალური და ხმარების პროგრამა საქართველოში: პროგრამის სოციალური ეფექტი და სიღარიბის დაძლევის პოტენციალი


ანგარიში „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში: შეფასება მეთოდოლოგიური ხარვეზებისა და ეფექტიანობის შესახებ“, რომელიც მომზადებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, სიღრმისეულად იკვლევს პროგრამის ფარგლებში არსებული მეთოდოლოგიური ნაკლოვანებებისა და სიღარიბის დაძლევის პოტენციალს.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში უშუალოდ გენდერულ საკითხებზე არ არის ორიენტირებული, მის მიერ წარმოდგენილი დასკვნები მნიშვნელოვან გენდერულ ზეგავლენებსაც მოიცავს. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის დიზაინი და შეფასების კრიტერიუმები დიდწილად ვერ ასახავს გენდერული უთანასწორობის არსებით ასპექტებს — განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები, მათ შორის მარტოხელა დედები, ხანდაზმული და გაუნათლებელი ქალები, სოფლად მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული ქალები, ხშირად წარმოადგენენ სოციალური დახმარების პოტენციურ ბენეფიციარებს. მათი ეკონომიკური და ზრუნვასთან დაკავშირებული როლები ხშირ შემთხვევაში არ აღირიცხება ფორმალურ მეთოდოლოგიაში, რაც აზიანებს მათ წვდომას დახმარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ დააფიქსირა დახმარებაზე მზარდი დამოკიდებულება, რაც ხშირად აისახება ქალების ეკონომიკურ დისკრიმინაციაზე — იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც ვერ შედიან შრომით ბაზარზე ზრუნვის დაუფასებელი შრომის გამო. გარდა ამისა, ოჯახზე დაფუძნებული შეფასების მოდელი ხელს უშლის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენას, რაც განსაკუთრებით პრობლემურია იმ შემთხვევაში, როდესაც დახმარების საჭიროება ოჯახის ყველა წევრს ერთნაირად არ ეხება. შესაბამისად, პროგრამის შეფასება გენდერული პერსპექტივით აჩენს საჭიროებას პოლიტიკის გადახედვისა ისე, რომ აღიარებული იყოს ქალთა არაფორმალური შრომა, გაუმჯობესდეს მათი წვდომა დახმარებაზე და გათვალისწინებული იყოს სიღარიბის ფემინიზაციის რისკი. ეს უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და თანასწორ სოციალურ დაცვას.

ჩამოტვირთვა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,