ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი საქართველო
ივნისი 16, 2022

ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი საქართველო


პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

დოკუმენტში  აღწერილია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ინდიკატორებზე, პეკინის სამოქმედო პლატფორმისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე დაყრდნობით. დოკუმენტში მიმოხილულია პეკინის სამოქმედო პლატფორმის 12 მნიშვნელოვანი სფერო,  კერძოდ, ქალების გაძლიერების ინსტიტუციური მექანიზმები,  ქალები და სიღარიბე, ქალების განათლება და სწავლება, ქალები და ჯანმრთელობა, ქალთა მიმართ ძალადობა, და სხვა. გენდერული თანასწორობის პროფილი თითოეულ სფეროში არსებული პოლიტიკისა და უახლესი ხელმისაწვდომი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის საფუძველზეა შექმნილი. ანგარიში შეიცავს თითოეულ სფეროში არსებულ გენდერულ სხვაობების შესახებ ინფორმაციას და არსებული უთანასწორობის აღმოსაფხრელად რეკომენდაციებს.

გაეროს ქალთა ორგანზაცია, 2021.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,