გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები (განახლებული გამოცემა ნაწილი I, ნაწილი II )
მარტი 31, 2022

გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები (განახლებული გამოცემა ნაწილი I, ნაწილი II )


ანგარიში მომზადდა 2022 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, მათ შორისაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში; ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI); დიდი ბრიტანეთის მთავრობა; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

ანგარიში შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით. კვლევა  მოიიცავს მოსაზრებებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და  აღსრულების პროცესში წარმოშობილი ბარიების/ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კვლვა პირველად  2017 წელს მომზადდა, თუმცა მისი განახლება მოხდა 2021 წელს.

 კვლევის პირველი ნაწილი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება,  გენდერული ბიუჯეტირება, გენდერული აუდიტი და გენდერული გავლენის შეფასება.

კვლევის მეორე ნაწილი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.

გაეროს განვითარების პროგრამა, 2022.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,