კვლევა მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერითა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით.
გლობალური კრიზისის ფონზე განსაკუთრებულად მოწყვლადნი არიან სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალები, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მსახურობენ და პირველად ზრუნვას უზრუნველყოფენ, შესაბამისად, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგას. COVID-19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში არის სიღრმისეული თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზი იმ ზეგავლენის შესახებ, რომელსაც პანდემია სამედიცინო სფეროში, წინა ხაზზე დასაქმებული ქალების ცხოვრებაზე ახდენს, მიმოიხილავს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და წარმოადგენს მათ საჭიროებებზე დაფუძნებულ საპასუხო მიდგომებს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2020.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,