ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვა საქართველოში
აგვისტო 19, 2022

ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვა საქართველოში


პუბლიკაცია მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში. მასალა მომზადდა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანია, აჩვენოს რამდენად არის წარმოდგენილი ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში.

მიმოხილვის ძირითადი შედეგებით დადასტურდა, რომ ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება სუსტად არის წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში. ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების ყველაზე ნაკლებ განვითარებული კომპონენტებია: ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებელთა პირველადი მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები, მონიტორინგისა და შეფასების სისტემა და სრჯ მომსახურებებთან კავშირი. მიმოხილვამ აჩვენა, რომ სკოლა ვერ აწვდის ბავშვებსა და ახალგაზრდებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი გრძნობებისა და სხეულის, სექსუალური იდენტობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, ჯანსაღი ურთიერთობებისა და ამავე რიგის სხვა თემებისა თუ საკითხების შესახებ.

გაეროს მოსახლეობის ფონდი, 2022

ჩამოტვირთვა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,