როგორ ითანამშრომლებს ევროკავშირი აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან 2020 წლის შემდეგ?

აპრილი 9, 2020

  • რატომ შეიმუშავა ევროკავშირმა ახალი პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით?
  • რით განსხვავდება ახალი პოლიტიკა ძველისგან?
  • რა გაკეთდება კონკრეტულად და როგორი შედეგებია მოსალოდნელი?
  • ევროკავშირი იძლევა საერთო პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პირობას. რა მოხდება კორონავირუსის შემთხვევაში?
  • როდის დაიწყება ახალი პოლიტიკის განხორციელება და რა რაოდენობის თანხის ინვესტიციას მოახდენს მასში ევროკავშირი?
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რა შედეგებია უკვე მიღწეული?
ბარათი %1 %2-დან

რატომ შეიმუშავა ევროკავშირმა ახალი პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით?

აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქმედი პროგრამა „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დასასრულს უახლოვდება. ახლა მნიშვნელოვანია ერთობლივი საქმიანობის ახალი პრინციპების შემუშავება.

 

ევროკომისია გასული წლის ივნისიდან ატარებდა საჯარო კონსულტაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებთან გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების ერთობლივად ჩამოყალიბების მიზნით. ამ კონსულტაციების შედეგად ერთობლივად შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკის პროექტი.

ახალი პოლიტიკა მიმართულია მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებასა და პარტნიორი ქვეყნების მდგრად განვითარებაზე. გარდა ამისა, პოლიტიკა მოწოდებულია გაამყაროს ევროკავშირის პოზიციები მსოფლიოში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის და მისი მიზნების შესახებ წაიკითხეთ ბარათებში.

რით განსხვავდება ახალი პოლიტიკა ძველისგან?

მთლიანობაში ევროკავშირიც და პარტნიორი ქვეყნებიც კმაყოფილები არიან ერთობლივი საქმიანობით გასული 10 წლის განმავლობაში. ახალ პოლიტიკაში გამოყოფილია ხუთი ძირითადი მიმართულება, რომლებიც დაეხმარება პარტნიორობას უკეთ უპასუხოს დროის გამოწვევას და უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ჩვეულებრივ მოქალაქეებზე.

  1. მდგრადი ეკონომიკა;
  2. კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  3. გარემოს და კლიმატის დაცვა;
  4. ციფრული ტრანსფორმაცია;
  5. ინკლუზიური საზოგადოება.

ახალ პოლიტიკაში გარემო და ციფრული ტრანსფორმაცია პრიორიტეტულ მიმართულებებად იქნა დასახული. ის ასევე მიანიჭებს პრიორიტეტს გენდერულ თანასწორობას, სამუშაო ადგილების და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, კერძოდ – ახალგაზრდობისთვის.

რა გაკეთდება კონკრეტულად და როგორი შედეგებია მოსალოდნელი?

პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებაა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს რეფორმების მხარდაჭერას ეკონომიკის მოდერნიზაციის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და გარემოს დაცვის კუთხით, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიანი ეფექტის მიღებას და ქვეყნების და მათი უსაფრთხოების სტაბილური განვითარების ხელშეწყობას.

ეკონომიკის სფეროში ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულია ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, ასევე ვაჭრობის მოცულობის ზრდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ევროკავშირი შემდგომშიც დაუჭერს მხარს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან, ასევე თანამშრომლობის გაფართოებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ შედიან DCFTA-ში, მაგ., სექტორული შეთანხმებების საშუალებით.

ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება, ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან. ევროკავშირი დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს მრეწველობის მოდერნიზაციაში, ნახშირბადის შემცირებასა და საკუთარი წვლისის შეტანაში პარიზის შეთანხმებაში.

ევროკავშირი განახორციელებს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში და მათ ინტეგრაციაში ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე. ყველაზე მოსალოდნელ შედეგებს შორის ამ სფეროში არის ფასების შემცირება როუმინგზე, ფართოზოლოვანი კავშირის ინფრასტრუქტურის და ინტერნეტზე წვდომის გაფართოება, ელექტრონული მართვის მოხერხებული სისტემების დანერგვა.

დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია. ევროკავშირი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას კორუფციასთან ბრძოლისთვის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფო მმართველობის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირი მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელ საშუალებებს და მონიტორინგს გაუწევს რეფორმების მიმდინარეობას კანონის უზენაესობის სფეროში. ამ სფეროში სერიოზული შეფერხება და თუნდაც რეგრესი, გამოიწვევს ევროკავშირის დაფინანსების შემცირებას.

ევროკავშირმა შეიმუშავა ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგია. გაძლიერდება კომუნიკაცია ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის პოზიტიური შედეგების, ახალგაზრდობასთან მუშაობის და ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო სასწავლო პროგრამების თაობაზე.

ევროკავშირი იძლევა საერთო პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პირობას. რა მოხდება კორონავირუსის შემთხვევაში?

ევროკავშირი მხარდაჭერას გაუწევს პარტნიორ ქვეყნებს ჯანდაცვის სფეროში შემდეგი საშუალებებით: სამედიცინო დაწესებულებების მოდერნიზაცია, ელექტრონული სისტემების დანერგვა, სამედიცინო პერსონალის ტრენინგი, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა ყველასთვის. ეს დაეხმარება ინფექციური და არაინფექციური დაავადებების, მათ შორის – კორონავირუსის (COVID-19) უფრო ეფექტურ მკურნალობას.

გარდა ამისა, ევროკავშირი მუშაობს კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემცირებაზე.

როდის დაიწყება ახალი პოლიტიკის განხორციელება და რა რაოდენობის თანხის ინვესტიციას მოახდენს მასში ევროკავშირი?

ახალი პოლიტიკა დამტკიცებული უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის განმავლობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფების და მთავრობების მეთაურები. წლის მეორე ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკომისია და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახური წარმოადგენენ თანამშრომლობის რეალისტური ამოცანების და მოსალოდნელი შედეგების სიას.

ინვესტიციების კონკრეტული ოდენობა ცნობილი გახდება ევროკავშირის მიერ დაფინანსების მრავალწლიანი პროგრამის დამტკიცების შემდეგ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რა შედეგებია უკვე მიღწეული?

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე აღმოსავლეთ პარტნიორობა ვითარდებოდა საერთო ფასეულობების, საერთო ინტერესების და ვალდებულებების, ასევე საერთო პასუხისმგებლობის საფუძველზე. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდა და განვითარდა ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმებების შედეგად, როგორიცაა  ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის, გაფართოებული პარტნიორობის, სავიზო რეჟიმის და რეადმისიის გამარტივების შეთანხმებები. 2019 წელს ჩატარებულმა კონსულტაციებმა აჩვენა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას დადებითი შედეგები მოაქვს აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეებისთვის. დადებითი ცვლილებებიდან პროგრამის ფარგლებში „20 შედეგი 2020 წლისთვის“ აღსანიშნავია წინსვლა ეკონომიკის, საზოგადოების, და ექვს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერების სფეროში.

გასული ათწლეულის განმავლობაში საქონელბრუნვა ევროკავშირს და პარტნიორ ქვეყნებს შორის თითქმის ორჯერ გაიზარდა. ევროკავშირი წარმოადგენს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორს აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინისთვის, ხოლო მეორეს – ბელარუსის და სომხეთისთვის. ექვსი ქვეყნის 125 ათასზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ ისარგებლა ევროკავშირის დაფინანსებით და სამუშაო ადგილით უზრუნველყო 250 ათასზე მეტი ადამიანი. მხოლოდ 2018 წელს 7250 კომპანიამ, რომელთაც ქალები ხელმძღვანელობენ, 60 მილიონ ევროზე მეტი მიიღო ბიზნესის განვითარებისთვის.

სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად გამოყოფილი იყო 20 მილიონი ევრო ევროკავშირის ქსელის TENT გაფართოებისთვის, რაც 2030 წლისთვის 4800 კმ საავტომობილო და სარკინიგზო გზის მშენებლობის და რეაბილიტაციის საშუალებას უზრუნველყოფს.

ახალი მუნიციპალური ავტობუსის ავტოპარკები, ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლები და ცენტრალური გათბობის სისტემების რეფორმები წარმოადგენს E5P ფონდის მუშაობის შედეგებს ენერგოეფექტურობის და ეკოლოგიის სფეროში, რომელმაც 150 მილიონ ევროზე მეტი გამოყო საინვესტიციო გრანტების სახით. ამ გრანტებმა ხელი შეუწყო 8 მილიონი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობას სარგებლობა მოაქვს ახალგაზრდობისა და მეცნიერი-მკვლევრებისთვის: 23 ათასმა ახალგაზრდამ მიიღო ინიციატივის EU4Youth გრანტები და მხარდაჭერა დასაქმებაში, ხოლო ექვსი ქვეყნის 915 მკვლევარმა მიიღო დაფინანსება სამეცნიერო მუშაობისთვის მარია კურის ფონდიდან.

2016 წლიდან პროგრამის Erasmus+ დახმარებით 32 ათასმა სტუდენტმა და პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა აკადემიურ გაცვლით პროგრამებში, ხოლო 46 ათასმა – სხვა ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში, მოხალისეობის ჩათვლით.

მიღწეულია გარკვეული წარმატებები მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის, მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,