15 მარტს ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის საპასუხოდ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.
საბჭომ გადაწყვიტა:
გარდა ამისა, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დააწესოს სანქციები წამყვანი ოლიგარქების, ლობისტების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ კრემლის ნარატივს უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სანქციები ასევე ეკისრებათ კომპანიებს ავიაციის, სამხედრო, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, გემთმშენებლობის და მანქანათმშენებლობის სექტორებიდან.
აღნიშნულისგან დამოუკიდებლად, საბჭომ მწვანე შუქი აუნთო ევროკომისიას, ევროკავშირის სახელით დაუჭიროს მხარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გადაწყვეტილებას, შეაჩეროს რუსეთისადმი აღებული გარკვეული ვალდებულებები (მაგალითად, შეუჩეროს რუსულ პროდუქტებს და სერვისებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი). გარდა ამისა, ევროკავშირი თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის გაწეული დახმარებისთვის, ბელარუსს უნდა შეუჩერდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი.
„სანქციების მეოთხე პაკეტი კიდევ ერთი დიდი დარტყმაა იმ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ბაზაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასაგრძელებლად იყენებს. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს სასტიკი და უაზრო ომი“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,