აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი: მიიღეთ უახლესი ცნობები და ინფორმაცია სპეციალური ვებგვერდიდან
დეკემბერი 15, 2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი: მიიღეთ უახლესი ცნობები და ინფორმაცია სპეციალური ვებგვერდიდან


2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, რომელზეც ერთმანეთს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები  შეხვდებიან. სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებით, ვებსაიტის, EU Neighbours east, სპეციალურ გვერდზე – https://euneighbourseast.eu/ka/aghmosavleth-partniorobis-samiti/ – განთავსებულია უახლესი ცნობები, ინფორმაცია და რესურსები აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სპეციალური გვერდი სრულად მოიცავს უახლეს ინფორმაციას და განმარტებებს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა სამიტის მნიშვნელობა, რეგიონის მხარდაჭერა COVID-19-თან გასამკლავებლად და ევროკავშირის ახალი საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. აქვეა ხელმისაწვდომი ინფოგრაფიკები, რომლებშიც თითოეული ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტებია აღწერილი და სამიტის გასაშუქებლად საჭირო რესურსები მედიისთვის.

სამიტი ხუთ საკვანძო სფეროში მხარდაჭერის საკითხებზე კონცენტრირდება. ეს სფეროებია:  ეკონომიკა, მმართველობა, გარემოს დაცვა, ციფრული სფერო და საზოგადოება. დასახული პრიორიტეტები გამომდინარეობს ევროპული სამეზობლო მექანიზმის წარსული მიღწევებიდან და ითვალისწინებს ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია და პანდემიის შემდგომი აღდგენა.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,