პროექტი TWINNING

აღწერა
TWINNING - ეს არის ევროკავშირის ინსტიტუციური თანამშრომლობის ინსტრუმენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარ ან პარტნიორ ქვეყნებს შორის.

TWINNING პროექტები ერთმანეთთან აკავშირებს საჯარო სექტორის ექსპერტულ ცოდნას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და ბენეფიციარი ქვეყნებიდან, იმ მიზნით, რომ მიაღწიოს კონკრეტულ სავალდებულო ოპერატიულ შედეგებს თანაბარუფლებიან მხარეთა საქმიანობის საშუალებით.

კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე


TWINNING-ის მიზანია პარტნიორი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციების ადმინისტრაციული პოტენციალის მოდერნიზაცია მათი პერსონალის ტრენინგის და სტრუქტურის რეორგანიზაციის საშუალებით. გარდა ამისა, ის მხარს უჭერს პარტნიორი ქვეყნების ეროვნული კანონების, რეგულაციების და ხარისხის სტანდარტების დაახლოებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონებთან, რეგულაციებთან და ხარისხის სტანდარტებთან თანამშრომლობის ჩარჩოს, ან ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებების ფარგლებში.
მოსალოდნელი შედეგები
TWINNING-ის პროექტების დასაგეგმად, ევროკავშირი ემყარება თანამშრომლობას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ გამოცდილებას, რომელიც მობილიზებას უწევს საჯარო ექსპერტიზას როგორც საჯარო ადმინისტრაციებიდან ისე, ნახევრად საჯარო უწყებებიდან. TWINNING-ის რეზიდენტი მრჩეველი მივლინებულია წევრი სახელმწიფოდან ბენეფიციარ ადმინისტრაციაში 12-დან 36 თვემდე პროექტის განხორციელების მთელი ხანგრძლივობის მანძილზე, და ის კოორდინაციას უწევს პროექტის საქმიანობას.
TWINNING-ის პროექტის სამუშაო გეგმ ჩვეულებრივ, ითვალისწინებს მოკლევადიან ან საშუალოვადიან საექსპერტო მისიას, ტრენინგებს პარტნიორ ადმინისტრაციაში, და ცნობიერების ასამაღლებელ ვიზიტებს წევრ სახელმწიფოებში.
პარტნიორი ადმინისტრაცია TWINNING-ის პროექტში - ეს არის საკმარისი პერსონალის და პოტენციალის მქონე საჯარო ადმინისტრაცია, რომელმაც უნდა იმუშაოს წევრი სახელმწიფოს ანალოგიური სტრუქტურის და მანდატის მქონე უწყებასთან. პარტნიორმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს მისი პერსონალის მობილიზება, გამოავლინოს უწყვეტი ვალდებულება და რაციონალურად დანერგოს ცვლილებები და საუკეთესო პრაქტიკა. TWINNING არის არა ცალმხრივი ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტი, არამედ ერთობლივი ვალდებულება, სადაც წარმატება ერთიანი მიღწევაა.

TWINNING-ის პროექტები ხორციელდება სავალდებულო შედეგების მიღწევის მიზნით. ეს შედეგები ჩვეულებრივ გამოხატულია კომპონენტებში, რომლებიც შეესაბამება მოსალოდნელ შედეგებს, და ითვალისწინებს რიგ აქტივობებს, მათ შორის სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებს, ექსპერტთა მისიებს, სასწავლო ვიზიტებს, ინტერნატურას და კონსულტირებას. TWINNING ემყარება პრინციპს „სწავლას საქმიანობით“ და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
თემები:
სათანადო მართვა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2014
დასრულების თარიღი:
31.12.2020
ვებსაიტი:
http://ec.europa.eu/twinning

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,