ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო

აღწერა
„ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ უდიდესი რეგიონული საკომუნიკაციო პროექტია, რომელიც პროგრამის, „ევროკავშირის ღია სამეზობლო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეებთან კომუნიკაცია პარტნიორობის გასაძლიერებლად“, ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მეშვეობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცხოვრებლები უკეთ განეწყვნენ ევროკავშირისადმი, უფრო სიღრმისეულად გაიგეს ევროპული პოლიტიკა და ის, თუ რა გავლენას ახდენს ეს პოლიტიკა მათ ყოველდღიურობაზე.

ევროკავშირის სტრატეგიული საკომუნიკაციო პოლიტიკის ფარგლებში, პროექტის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამჭვირვალობის, დიალოგის და ურთიერთგაგების კულტურის ჩამოყალიბებაზე. ამ მიზანთა მიღწევის გზად კი მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, საზოგადოებასთან სოციალური მედიის გზით კომუნიკაცია და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო ჩართულობის ღონისძიებების ორგანიზება განისაზღვრა.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- იმის დემონსტრირება, თუ როგორ დადებით გავლენას ახდენს ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე;
- ევროკავშირის პოლიტიკის, მასთან დაკავშირებული განვითარების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება;
- კომუნიკაციისადმი სტრატეგიული დამოკიდებულების გამყარება და ბენეფიციარებისა და იმ სააგენტოების შესაძლებლობათა გაძლიერება, რომლებიც რეგიონში სახალხო დიპლომატიის ძალისხმევას ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მხარდაჭერის შეფასება და საზოგადოების მიერ ევროკავშირის აღქმის შეძლებისდაგვარად მონიტორინგი.
მოსალოდნელი შედეგები
- ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მისი მხარდაჭერის გაუმჯობესებული აღქმა და გააზრება; - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებისა და ფართო საზოგადოების კონკრეტული სეგმენტებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის და განვითარებისა და თანამშრომლობის (ორმხრივი, რეგიონული და სახელმწიფოთაშორისი) პროგრამების/პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ევროკავშირის გზავნილებზე გაფართოებული წვდომა მედიის, სოციალური მედიის და სახალხო დიპლომატიის ღონისძიებების საშუალებით, რაც თემატური საკომუნიკაციო კამპანიებით, „ერთად უფრო ძლიერები ვართ“ (Stronger Together), მიიღწა;
- ევროკავშირის ინსტიტუტების და სააგენტოების (ევროკომისიის სათავო ოფისი, ევროკავშირის წარმომადგენლობები და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი მხარდაჭერა რეგიონში ევროკავშირის გზავნილებზე წვდომის გაფართოებით და მათი გავლენის გაძლიერებით;
- „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ აქტიური ქსელი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას ინფორმაციით ამარაგებს;
- ეფექტიანი და ინფორმატიული ვებსაიტი, EU NEIGHBORS east, რომელზეც რეგულარულად და ოპერატიულად ქვეყნდება ახალი ამბები მიმდინარე მოვლენებსა და ღონისძიებებზე;
- სრულად ფუნქციონირებადი შიდა კომუნიკაციის პლატფორმა, „EUDIGITOOL“, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის საკომუნიკაციო სტრატეგიას;
- 2015-2020 წლებში ჩატარებული და გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
www.facebook.com/groups/1762832023967493 #EU4youth #Strongertogether #EU4Azerbaijan">
EaP 10th anniversary launch event
Human Rights Day Campaign 2018
Youth campaign 2018 (Opening of the First Eastern Partnership European School in Tbilisi)
Environment campaign 2018
Cultural heritage campaign 2018
International Women's Day 2018
World Press Freedom Day 2018
ვიდეოები
Clearing Plastic Waste in Georgia - Georgian
Clearing Plastic Waste in Georgia - English
EU4Youth in 2018 - Russian
EU4Youth in 2018
Supporting innovation in Science - Azerbaijani
Supporting innovation in Science - English
Tackling Domestic Violence in Armenia - Armenian
Tackling Domestic Violence in Armenia
Annual Survey 2020 - Ukrainian
Annual Survey 2020 - Russian
Annual Survey 2020 - Romanian
Annual Survey 2020 - Georgian
Annual Survey 2020 - Belarus
Annual Survey 2020 - Azerbaijani
Annual Survey 2020 - Armenian
Annual Survey video 2020
EU Benefits the Eastern Partnership
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
კომუნიკაცია და მედიის მხარდაჭერა
თემები:
მედია, კომუნიკაცია, მედია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.11.2015
დასრულების თარიღი:
31.10.2020
ვებსაიტი:
euneighbours.eu/en/east/eu-in-action
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
367-143

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,