აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება – აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის
მარტი 19, 2020

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება – აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის


აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას შორის.

2019 წელს, როდესაც პარტნიორობამ 10 წლის იუბილე აღნიშნა, ევროკომისიამ ჩაატარა ვრცელი და ინკლუზიური კონსულტაცია მომავალი პოლიტიკური ამოცანების განსაზღვრის მიზნით. ზოგადად, არსებობს კონსენსუსი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ძლიერი და მას რეალური სარგებელი მოაქვს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში მთელი რეგიონის მასშტაბით.

2020 წლის შემდეგ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და პარტნიორი ქვეყნები ითანამშრომლებენ უმთავრესი პოლიტიკური ჩარჩოს – სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად პოლიტიკის ხუთი ამოცანის საშუალებით:

  • პარტნიორობა, რომელიც ქმნის
  • პარტნიორობა, რომელიც იცავს
  • პარტნიორობა, რომელიც გარემოზე ზრუნავს
  • პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს
  • პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს

 

ჩამოტვირთვა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,