პროგრამა EU4BUSINESS - რჩევები მცირე ბიზნესისთვის

აღწერა
„პროგრამა EU4BUSINESS - რჩევები მცირე ბიზნესისთვის" წარმოადგენს პროგრამის „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ გაგრძელებას. ის ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გააუმჯობესონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და გარედან დაფინანსების მოზიდვის უნარი.

მხარდაჭერის საშუალებებია: მენეჯმენტის ზედა რგოლის კვალიფიკაციის ამაღლება ფინანსურ საკითხებზე, კომპანიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ბიზნეს-მხარდაჭერის ხარისხიან სერვისებზე და მენეჯმენტის პოტენციალის გაუმჯობესება ყველა სფეროში. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს. ადგილობრივი საკონსულტაციო ბაზრის განვითარებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- ბიზნეს-რეკომენდაციების გაწევა და დარგისთვის შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.
- ეკონომიკური გარდაქმნის და ცვლილებების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონკურენტუნარიან მცირე და საშუალო საწარმოებში.
- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული საქმიანობის მხარდაჭერა ამ ქვეყნებში.
- მცირე და საშუალო ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურება.
მოსალოდნელი შედეგები
- ადგილობრივი ბიზნეს-საკონსულტაციო სამსახურების გაუმჯობესება.
- კომპანიების მომზადება ინვესტირებისთვის.
- ადგილობრივი ბიზნეს-საკონსულტაციო ინფრასტრუქტურის და მისი მდგრადობის გაუმჯობესება.
- მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის მხარდაჭერა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა
თემები:
ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
22.12.2010
დასრულების თარიღი:
22.12.2019
ვებსაიტი:
https://eu4business.eu/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
360-798

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,