EU4Youth კოორდინაციის და პოლიტიკის მხარდაჭერის პროექტი

აღწერა
პროგრამის „EU4Youth კოორდინაციის და პოლიტიკის მხარდაჭერის პროექტი“ გააგრძელებს ევროკავშირის ქმედების მხარდაჭერას ახალგაზრდობის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. საქმიანობის სფეროები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გავრცელებას ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე, ისე პროგრამის EU4Youth ზოგადი წინსვლის მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ინიციატივების წარმატების შესახებ მთელ რეგიონში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ზოგადი მიზანი, რომლის მიღწევას უზრუნველყოფს ეს ქმედება, არის:
ევროკავშირის ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მისი პოლიტიკის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რასაც მოჰყვება საინფორმაციო საქმიანობის გაუმჯობესება, პარტნიორული ურთიერთობები და რეალური შედეგები.


წინამდებარე კონტრაქტი შემდეგ კონკრეტულ მიზნებს ისახავს:
1. ინიციატივის EU4Youth კოორდინირება პროგრამის და ქვეყნის დონეზე იმგვარი საშუალებებით, როგორიცაა სტრატეგიული პარტნიორობების გაძლიერება, შედეგების რეგულარული მონიტორინგი, კომუნიკაცია და ევროკავშირის და მისი საქმიანობის თვალსაჩინოება.
2. ევროკავშირის დაინტერესებულ მხარეების მხარდაჭერა, რათა მათ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და წარმართონ პოლიტიკური დიალოგი პარტნიორი ქვეყნების უწყებებთან ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოსალოდნელი შედეგები
1. რეგიონულ / პროგრამის EU4Youth დონეზე და ქვეყნების დონეზე ფუნქციონირებს საკოორდინაციო მექანიზმები თანამშრომლობის მხარდაჭერის, ქსელური აქტივობის და ცოდნის გაზიარების მიზნით პროგრამის EU4Youth ყველა სხვადასხვა პროექტს შორის, ხოლო რეგიონული მრავალფაზიანი პროგრამის EU4Youth სტრატეგიული განვითარების მხარდაჭერა შეესაბამება სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) პოლიტიკურ პრიორიტეტებს;
2. პროგრამის EU4Youth შედეგების მიღწევის სისტემის შემდგომი განვითარება ხდება განმახორციელებელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ტარდება საქმიანობასთან დაკავშირებული შედეგების მონიტორინგი მონაცემთა შეკრებით და ანალიზით (ბენეფიციართა გამოკითხვების ჩათვლით);
3. პროგრამის EU4Youth საკომუნიკაციო საქმიანობის გაუმჯობესება ხდება ევროკავშირის საგარეო ქმედებების კომუნიკაციის და თვალსაჩინოების რეკომენდაციების შესაბამისად (ეს ასევე მოიცავს წლიურ ანგარიშს პროგრამის EU4Youth მიღწევების შესახებ და პროგრამების მიმოხილვას), ასევე ყოველწლიურად EU4Youth დღეების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებით, რომლებიც ცოდნის გაზიარებას ემსახურება;
4. სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) და ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინატორებს ახალგაზრდობის საკითხებზე რეგულარულად აწვდიან განახლებულ ექსპერტულ ინფორმაციას და ანალიზის შედეგებს შესაბამისი პოლიტიკის განვითარების შესახებ; გარდა ამისა, ხდება პარტნიორი ქვეყნების პოტენციალის შექმნის მხარდაჭერა, რათა გაუმჯობესდეს მტკიცებულებითი ბაზა ახალგაზრდობასთან დაკავშირებული პოლიტიკური დიალოგის და პროგრამების დიზაინის საკითხებზე;
5. ექსპერტული ცოდნით უზრუნველყოფა ხდება პროგრამის EU4Youth მომდევნო ეტაპების დასაგეგმად, მათ შორის, შემდეგი საშუალებებით: მეთოდოლოგიური ინოვაციები, ახალგაზრდული პოლიტიკის ლაბორატორიების გამოცდილება პარტნიორ ქვეყნებში, მაგრამ ასევე ახალგაზრდობის ძირითადი პოლიტიკის განვითარება ევროკავშირის დონეზე.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
24.11.2023
დასრულების თარიღი:
24.05.2026
სოციალური მედია:

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,