EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი

აღწერა
EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი აერთიანებს პროგრამების EU4Youth, Erasmus+ Youth in Action და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ახალგაზრდა ბენეფიციარებს, და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. კურსდამთავრებულთა ქსელის მიზანია არაფორმალურ საგანმანათლებლო მობილობის პროგრამებში მონაწილეობისას წარმოშობილი ენთუზიაზმის და მოხალისეობრივი მისწრაფებების მობილიზაცია, რათა ხელი შეუწყოს პარტნიორი ქვეყნების სოციალურად დაუცველი ახალგაზრდობის უფრო ინტენსიურად ჩართვას სათემო და ევროკავშირის მობილობის პროგრამებში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- ახალგაზრდობის სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა თანატოლების მიერ, ამ ჯგუფების ჩართვის მიზნით პროგრამების Erasmus+ Youth in Action, ევროპის სოლიდარობის კორპუსი და EU4Youth შესაბამის პროექტებში;
- ქსელის წევრების უზრუნველყოფა კომპეტენციების უწყვეტი განვითარებით ახალგაზრდობის საგანმანათლებლო აქტივობების შემუშავების და განხორციელების მიზნით.
- ევროკავშირის ფასეულობების მხარდაჭერა და ევროკავშირის პოზიტიური როლის პოპულარიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
- მდგრადი კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
მოსალოდნელი შედეგები
საწყის ეტაპზე, 2020-2021 წლებში, ქსელმა გააერთიანა 70 ახალგაზრდა, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის 10 წარმომადგენელი და კიდევ 10 კურსდამთავრებული რუსეთიდან. აქტივობები მოიცავდა შემდეგს:
- საწყისი ეტაპის ტრენინგის კურსები: ქსელის თითოეულმა შერჩეულმა წევრმა მონაწილეობა მიიღო საწყისი ეტაპის ტრენინგის კურსებში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავეებისთვის (6-დღიანი კურსი) საქართველოში ან უკრაინაში.
- მენტორული მხარდაჭერა: კურსდამთავრებულებს მხარს უჭერდნენ ახალგაზრდობის საკითხებზე პროფესიულად მომუშავე მენტორები ტრენინგის კურსის დროს და კურსდამთავრებულთა ქსელის ამოქმედების პირველი წლის განმავლობაში. მენტორები ხელმძღვანელობდნენ კურსდამთავრებულთა სწავლის პროცესს და ადგილობრივი ინიციატივების განხორციელების პროცესს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდობის ჯგუფებისთვის.
- ადგილობრივი ინიციატივები სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის: თითოეული კურსდამთავრებული მიიწვიეს ადგილობრივი ინიციატივის შესამუშავებლად სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჯგუფებისთვის საკუთარ თემში. ინიციატივების განსახორციელებლად კურსდამთავრებულები ორ-ორად დაწყვილდნენ და მიიღეს ფინანსური, ადმინისტრაციული და მენტორის მხარდაჭერა ამ ინიციატივების განსახორციელებლად ცხრა თვის განმავლობაში.
- დასკვნითი შეფასების ღონისძიება: 2021 წელს კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს დასკვნითი შეფასების ღონისძიებაში, რომელზეც მათ ერთმანეთს და ფართო აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი მიღწევები, გამოცდილება და შედეგები.

კურსდამთავრებულთა ქსელი, რომელმაც საქმიანობა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, 90-მდე ახალგაზრდას აერთიანებს. ისინი აგრძელებენ მისიას, რომელიც გულისხმობს საკუთარი ქვეყნების სოციალურად დაუცველი ახალგაზრდობის უფრო აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ თემში და ევროკავშირის მობილობის პროგრამებში.

EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელის მეორე ფაზა 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება, და ის განხორციელდება ორი ციკლის სახით, რომელთაგან თითოეული ათი თვის ხანგრძლიობის იქნება.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ახალგაზრდობის მონაწილეობა და ლიდერობა, განათლება, კვლევა და ინოვაცია
თემები:
ახალგაზრდობა, განათლება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2020
დასრულების თარიღი:
31.07.2023
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
399-510

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,