ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარება აქტივების აღდგენის გაუმჯობესებაში

აღწერა
პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარება აქტივების აღდგენის გაუმჯობესებაში“ აძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოტენციალს ორგანიზებულ დამნაშავეობასთან დაკავშირებული აქტივების მიკვლევისა და კონფისკაციის საკითხებში. კონფისკაციის შედეგად მიღებული ფინანსები მიმართული იქნება განვითარების პრიორიტეტულ მოთხოვნებზე, მათ შორის ჯანდაცვის და განათლების სექტორში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა აქტივების აღდგენის გაუმჯობესებაში“ მიზნად ისახავს აქტივების აღდგენის პროცესის მხარდაჭერას დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის კონფისკაციისათვის; უწყებათაშორისი და ტრანსსასაზღვრო კოორდინაციის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, კონკრეტულად, ფინანსური დანაშაულის გამოძიების სფეროში.
მოსალოდნელი შედეგები
- ფინანსური საკითხების გამომძიებლების პოტენციალის გაძლიერება ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფების ხელში არსებული აქტივების მიკვლევის, გაყინვის, ჩამორთმევის, კონფისკაციის და აღდგენის მიზნით.
- ზემდგომ ოფიციალურ პირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მხარდაჭერას გაუწევს გაეროს რეგიონთაშორისი დამნაშავეობის და სამართლის კვლევის ინსტიტუტი (UNICRI), რომელიც საკუთარი ექსპერტიზით ჩაატარებს საჭიროებების დაწვრილებით შეფასებას და მაღალი სპეციალიზაციის ტრენინგებს.
- კოლეგიალური მენტორობა და რეგულარული იურიდიული კონსულტაციები ძირითადი საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა აქტივებზე კონტროლის დამყარების და მათ კონფისკაციის მიზნით, პოტენციალის შექმნის პაკეტის ფარგლებში.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება
თემები:
უსაფრთხოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.04.2020
დასრულების თარიღი:
31.03.2023
ვებსაიტი:
http://www.unicri.it
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
415-448

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,