EU4BUSINESS-ევროკავშირის ადგილობრივი ვალუტის პარტნიორობის ინიციატივა: ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის

აღწერა
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის მხარდაჭერას დამატებითი დაფინანსების მდგრადი უზრუნველყოფით, კერძოდ, მიკრო- და მცირე საწარმოებისა და კერძო მეურნეობების მხარდაჭერას კვალიფიციური ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების საშუალებით.
ფონდის ამოცანაა ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარება მდგრადი და საბაზრო პრინციპების მიხედვით, სესხების სტანდარტების დადგენა, საშუალო- და გრძელვადიანი დაფინანსების დეფიციტის შემცირება და პასუხისმგებლიანი დაფინანსების წესების დანერგვა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფონდმა დააფინანსა ქვე-სესხები საბოლოო მსესხებლებისთვის, სესხების საშუალოდ 10 000 ევრომდე მოცულობით. ფონდი აპირებს ამ საქმიანობის გაგრძელებას. გარდა ამისა, ფონდი მხარს დაუჭერს დამატებით 74,000 მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოს ან კერძო მეურნეობას. ფონდის საქმიანობის დაწყებიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ბენეფიციარების მთლიანი რაოდენობა 2037 წლისთვის 250,000-ს მიაღწევს. ფონდი დამატებით აპირებს მთლიანობაში 1 მილიარდი ევროს ოდენობის ქვე-სესხების გაცემას მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებზე ან კერძო მეურნეობებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული დაფინანსების ძირითად წილს სამომავლოდ მიკროსესხების შეადგენს.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე

ინიციატივის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულ ფონდს უზრუნველყოს წვდომა საშუალოვადიან კრედიტებზე ადგილობრივ ვალუტაში შედარებით დაუცველ მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და დაბალშემოსავლიანი კერძო მეურნეობებისთვის, უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული რისკების აცილების მიზნით.

ამ ქმედების კონკრეტული ამოცანებია:
- ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა/შენარჩუნება.
- სახელმწიფო და კერძო კაპიტალის მოზიდვა (კატალიზატორის ეფექტი).
- ადგილობრივი საფინანსო ბაზრის უფრო ინტენსიური მონაწილეობა,

საბოლოო ამოცანაა სამუშაო ადგილების შექმნა/შენარჩუნება. თვითდასაქმების მხარდაჭერის მიზანია სიღარიბის შემცირება რეგიონში.
მოსალოდნელი შედეგები
ეს ქმედება გადაჭრის ბიზნესის დაუცველობის ძირითად საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემდეგი გზით:
- წვდომის უზრუნველყოფა საშუალოვადიან კრედიტებზე ადგილობრივ ვალუტაში შედარებით დაუცველი მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და დაბალშემოსავლიანი კერძო მეურნეობებისთვის, უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული რისკების აცილების მიზნით.
- ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა/შენარჩუნება.
- ადგილობრივი ბანკების მხრიდან მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოების და მცირეშემოსავლიანი კერძო მეურნეობების დაფინანსების ზრდა, და ამით მათთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის სტაბილური გაუმჯობესება.
- სახელმწიფო და კერძო კაპიტალის მოზიდვა (კატალიზატორის ეფექტი).
- ადგილობრივი საფინანსო ბაზრის უფრო ინტენსიური მონაწილეობა,
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა
თემები:
ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
20.12.2018
დასრულების თარიღი:
20.06.2039
ვებსაიტი:
https://www.efse.lu
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
398-298

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,