წყალმომარაგება და წყალარინება აჭარის დაბებსა და სოფლებში

აღწერა
ევროკავშირი საქართველოს ეხმარება გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფასა და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.
ეს პროექტი ზრდის წვდომას გაუმჯობესებულ და მდგრად წყლის მარაგზე და ნარჩენი წყლების გადამუშავებაზე აჭარის რეგიონის სოფლებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში. იგი მოიცავს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს - ქედა, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური, ქობულეთი, სადაც თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
პროექტი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
- ცენტრალიხებული წყლის სისტემა და ნარჩენი წყლების სისტემების მოწყობა ქალაქის ტიპის დასახლებებში, ხოლო დეცენტრალიზებული სისტემის მოწყობა სოფლებში
- დეცენტრალიზებული მომარაგების სისტემების შექმნა სოფლებში - მცირე (მიკრო) წყლალმომარაგების სისტემები, წყაროებიდან საჭირო ოდენობის წყლის მიღება, ჭის ან ზედაპირული წყლები, დეზინფექცია, მცირე რეზერვუარი და ადეკვატური ქსელი.
ნარჩენი წყლების მართვის სისტემა ყველა სოფელში ინერგება. ეს მოიცავს საპირფარეშოებს, სახლების კავშირს და დეცენტრალიზებულ, ნარჩენი წყლების გადამამუშავებელ მოწყობილობსა თუ სხვა სისტემებს.
პროექტი მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას ეყრდნობა. მოცემული მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები მონაწილეობენ სათემო შეხვედრებში, სვამენ კითხვებს, ითხოვენ ინფორმაციას და ახსნა-განმარტებას სპეციფიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი საჭიროებები გათვალისწინებულია და შესაბამისი გადაწყვეტილებებია მიღებული.
პროგრამაში მონაწილეობა აჭარის ყველა მაცხოვრებელს შეუძლია. მათ საშუალება აქვთ სურვილისამებრ ჩაერთონ ფოლის მოსახლეობის პროგრამაში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ჰიგიენური თვალსაზრისით სასმელ წყალს გაუმჯობესებეული წყალმომარაგება და ნარჩენი წყლების გადამუშავება გაუმჯობესებული სანიტარული ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
მოსალოდნელი შედეგები
წყალმომარაგების სისტემა:
- 23,500 ადამიანდან 75%-ისთვის ხელმისაწვდომია უსაფრთხო და 24 საათიანი წყალმომარაგება.
- 7,500-დან 75% მომარაგდება დეცენტრალური ტიპის წყალმომარაგების სისტემებით
- 16,000-დან 75% დაერთდება ცენტრალურ წყალმომარაგების სისტემაზე.
წყალარინების ჩაშვება:
- 39,500 ადამიანიდან 75%-ისთვის ხელმისაწვდომია ჰიგიენური და უსაფრთხო წყლარინების სისტემა
- 23,500 ადამიანიდან, 75% დაერთდება დეცენტრალურ წყალარინების სისტემებზე -> 16,000 ადამიანიდან 75% დაერთდება ცენტრალურ წყალარინების სისტემაზე.
წყლის ხარისხი ონკანში:
- 75% შესაბამისობა წყლის ხარისხის პარამეტრთან (ნიტრატი, ბაქტერიის რაოდენობა, კოლის ინდექსი, ნარჩენი ქლორი)
წყალარინების გაწმენდის შესაძლებლობა:
- საერთო შეგროვება/ჩაღვრა და გაწმენდა: 4,000 მ³/დღეში.
წყლის ხარისხი გაწმენდის შემდეგ:
- წყალარინების გამწმენდი ნაგებობაში წყლის გაწმენდის ხარისხის შესაბამისობა შესაბამის სტანდარტებთან, თითოეული სისტემის ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ
- დენეტრალური გამწმენდი ნაგებობაში წყლის გაწმენდის ხარისხის შესაბამისობა შესაბამის სტანდარტებთან, თითოეული სისტემის ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ სათბურის გაზის ემისია შემცირდება 1,555 ტ CO2-ს/წელი.
პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
Rehabilitated Water and Wastewater Systems
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Informational meeting in Baratauli (Shuakhevi) village
Inception Workshop
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
თემები:
ეკოლოგია
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
19.12.2018
დასრულების თარიღი:
18.12.2024
ვებსაიტი:
http://awa.ge/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
404-227

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,